|
2025-02-14 14:15:37, 344 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ბიძინა ივანიშვილმა ბევრი რამ შეცვალა სასიკეთოდ და რას ხედავთ ცუდს
მარტივი პასუხი დემაგოგიაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა კანონი [ოფშორების შესახებ] საკუთარ თავზე მოირგო: ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა სასიკეთოდ და რას ხედავთ იმაში ცუდს, თუ ეს კანონი მისი იდეა იყო და რომ ამ გამართული კანონით მან ისარგებლა, ან მომავალში ისარგებლოს? სად არის აქ აჟიოტაჟის საფუძველი? კანონი, რომელიც სამართლებრივად სწორია, ერთნაირად მოემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა „ფეისბუქზე“ წერს.
სიცრუის კორიანტელში კიდევ ერთი, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო პრეტენზია საქართველოში მოქმედ „ჯაშუშურ ქსელს“ ამგვარი ჰქონდა - თურმე როგორ გაბედა და ისარგებლა ბიძინა ივანიშვილმა მოქმედი კანონით და რომ ამ გზით ის სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს. მივყვეთ ლოგიკურად - თუ კანონი მართებულია, თუ ის საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოწონებული და აღიარებულია, რატომ არ აქვს უფლება ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ კანონით ისარგებლოს? რა არის ცუდი იმაში, თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გადმოიტანს კაპიტალს, საიდანაც 1 ცენტიც კი საქართველოში არ უშოვია და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას მოახმარს? კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ მარტივი კითხვა - თუ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი, ან ნებისმიერი სხვა ბიზნესმენის კაპიტალი საქართველოში არ შემოვა და ოფშორულ ზონაში დარჩება, ამით ქვეყანა რამე სარგებელს მიიღებს? ამით ქართულ ეკონომიკას რამე შეემატება? ცხადია არაფერი. მარტივი ჭეშმარიტებაა - თუ მოქმედი კანონი, მათ შორის საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის პოზიტიურად და სამართლებრივად გამართულად შეფასებული, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ კანონის გამოყენება. მით უფრო, რომ საუბარია მარტივ რამეზე - ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული კაპიტალის საქართველოში გადმოტანასა და ამით ქართული ეკონომიკის სტიმულირებაზე. ასევე მარტივი პასუხი დემაგოგიაზე, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა კანონი საკუთარ თავზე მოირგო და ეს კანონი მისი ინსპირირებული იყო... ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა სასიკეთოდ, მიტაცებული საქართველო გამოსტაცა ხელიდან აგენტურას და ქვეყანა შეუქცევადი დემოკრატიის გზაზე დააყენა. და რას ხედავთ იმაში ცუდს, თუ ეს კანონი მისი იდეა იყო? და რას ხედავთ ცუდს იმაში, რომ ამ გამართული კანონით მან ისარგებლა, ან მომავალში ისარგებლოს? სად არის აქ აჟიოტაჟის საფუძველი? კანონი, რომელიც გამართული და სამართლებრივად სწორია, ერთნაირად მოემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. გასარჩევი ის კი არ უნდა იყოს, ვინ დააინიცირა თუ მოიფიქრა კანონი, გასარჩევი უნდა იყოს ის, ემსახურება თუ არა კანონი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს და ამაში კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს. და ბოლოს, რაც შეეხება სანქციებს და მისგან თავის არიდებას - დღეს პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულიად უსამართლოდ, კონკრეტული ძალების დავალებით მხოლოდ იმიტომ დაასანქცირეს, რომ უარი თქვა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასა და ომის გაჩაღებაზე, უარი თქვა ანტიქართული ნაბიჯების გადადგმაზე, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას საქართველოში. სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ გამოიყენოს ყველა კანონიერი მეთოდი, დაიცვას საკუთარი თავი, ოჯახი და საკუთარი კაპიტალი ამ უკანონო სანქციებისგან. სახელმწიფოს არსიც ხომ სწორედ ეს არის - ნებისმიერი კანონიერი გზით დაიცვას საკუთარი მოქალაქე მასზე განხორციელებული ნებისმიერი გარე ზემოქმედებისგან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ზემოქმედება არის უსამართლო და უკანონო. აქედან გამომდინარე - ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს სრული უფლება, გამოიყენოს სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქის დაცვისთვის შექმნილი ნებისმიერი კანონიერი გზა, მით უმეტეს, თუ ამ ნაბიჯს ქვეყნისთვის მოაქვს მხოლოდ სარგებელი და არანაირი უკუეფექტი ბუნებაში არ არსებობს. სამართლიანი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი შემდეგია - ნებისმიერი კანონი, მათ შორის ეს კონკრეტული „ოფშორების კანონი“ მიღებულია იმისთვის, რომ ის მოემსახუროს საქართველოს მოქალაქის და ქვეყნის კეთილდღეობას, ხოლო ამ გარემოების საპირისპიროდ წარმოჩინება, თითქოს სამართლებრივად გამართული კანონით სარგებლობა არის რაიმე სახის უკანონობა, „ჯაშუშური ქსელის“ ცნობილი ხელწერაა. სხვათა შორის, ატეხილი აჟიოტაჟი სრულად ჯდება ბოლო პერიოდში, მსოფლიოსთვის თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარ ფაბულაში, სადაც სიმართლე არის სიცრუე, კანონიერება არის უკანონობა, შენება არის ნგრევა და სიკეთე არის ბოროტება. ამ მხრივ, ხელის გულზე დევს, რომ ცრუ აჟიოტაჟის შემქმნელები „დიფ სთეითის“ კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ. P.S. რაც შეეხება საკითხს, თუ როდის შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ხელოვნების ნიმუშები, ან შემოიტანა თუ არა ის საერთოდ. მოხდა ეს უკრაინაში ომის დაწყებამდე, დაწყების შემდეგ, გასულ იანვარში, თუ საერთოდ არ მომხდარა - თავი კულტურულ ადამიანად მიმაჩნია და ამ საკითხის გარკვევა პირველ რიგში საკუთარ თავს ვერ ვაკადრე. ცხადია, მე შემეძლო ამ ამბის მოკითხვა და გარკვევა, მათ შორის საერთო ადამიანების საშუალებით, მაგრამ დიდ უკულტურობად მიმაჩნია ჩავერიო სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში და მის საქმიანობაში. ეს არც ჩემი და არც არავის საქმე არ არის“, - წერს დუნდუა.
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)