|
2025-02-13 12:55:33, 414 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი - ვინმე ბოჟაძე საუბრობს სხვის ვითომ ტყუილზე
ვინმე ბოჟაძე საუბრობს სხვის ვითომ ტყუილზე და სხვის ეკონომიკის არცოდნაზე, ადამიანი, რომელიც „შეკვეთით მოსაუბრედ“ (ისე როგორც ბევრი სხვა) არის ცნობილი და რომელიც, როგორც ჩანს, ვერ ასხვავებს ადამიანის ქონების შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,- ამის შესახებ პარტიის - „გახარია საქართველოსთვის“, წევრი ბექა ლილუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებას, რომ გახარიამ შეგნებულად მოიტყუა, თითქოს „ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ქონება გაზარდა“. ლილუაშვილის თქმით, ტყუილი და თვალთმაქცობა ისაა, რაც თავად ივანიშვილმა თქვა 2021 წელს, რომ „მხოლოდ 200 მილიონს იტოვებს და დანარჩენ 5, 6, თუ 7.70 მილიარდს საქველმოქმედო ფონდს ჩუქნის“. „აი, ეს ადამიანი [ვლადიმერ ბოჟაძე] ვინმე ბოჟაძე საუბრობს სხვის ვითომ ტყუილზე და სხვის ეკონომიკის არცოდნაზე, ადამიანი, რომელიც „შეკვეთით მოსაუბრედ“ (ისე როგორც ბევრი სხვა) არის ცნობილი და რომელიც, როგორც ჩანს, ვერ ასხვავებს ადამიანის ქონების შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. ტყუილად ირჯებით, ბოჟაძევ, 2021 წლის ივანიშვილის სიტყვების მიხედვით, თუ მას დავუჯერებთ, ის მილიარდერი კი არა, საპატიო მულტიმილიონერიც კი აღარ არის, თან, არც „ფორბსს“ და არც „ბლუმბერგს“ არ აღიარებს, მხოლოდ 200 მილიონს იტოვებს და დანარჩენ 5, 6, თუ 7.70 მილიარდს საქველმოქმედო ფონდს ჩუქნის (იხ. ამონარიდი ინტერვიუდან). აი, რა არის რეალური ტყუილი და თვალთმაქცობა, თორემ ივანიშვილის ქონება რამდენია, ამას ამ პოსტის მნახველი ძალიან კარგად აფასებს და სხვადასხვა წყარო, მათ შორის, „ბლუმბერგიც“ და „ფორბსიც“ ადასტურებს, ამის ილუსტრაციაც აქვე შეგიძლიათ ნახოთ (მეთოდოლოგიურ განსხვავებებზე განმარტება ფასიანია ბოჟაძისთვის). აი, ამ 200 მილიონის ამარად დარჩენილმა ადამიანმა, სულ ახლახან ახალი „საქველმოქმედო ინიციატივა“ წამოიწყო და ორთაჭალაში ორ ცათამბჯენს აშენებს, რომლის პროექტი დაჩქარებულად დაუმტკიცა მერიამ. და კიდევ, იმ 200 დატოვებული მილიონიდან 100 მილიონის საწესდებო კაპიტალის ახალი კომპანია „ჯი-სი-ეფ საქართველო“ დააფუძნა, მხოლოდ ეს კი არა, სანქციების შიშით კიდევ 9 ახალი კომპანია დაუფუძნებია ეს საქველმოქმედოდ ოფშორებში გადამალული ფული არავინ წამართვასო, ალბათ. აი ასეთი „სიმართლის“ მთქმელი ხალხი ხართ თქვენ!“,- წერს ლილუაშვილი.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)