|
2025-02-12 17:56:55, 359 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ურმას პაეტი - ბრიუსელმა მეტი უნდა გააკეთოს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად
ბრიუსელმა მეტი უნდა გააკეთოს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად , - ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, ურმას პაეტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროპარლამენტარებს დაუსვეს შეკითხვა: ევროპარლამენტი მუშაობს, მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ბრიუსელმა, ფიქრობთ თუ არა, რომ ბრიუსელმა - ევროპულმა საბჭომ და ევროკომისიამ - მეტი უნდა გააკეთოს - თუნდ სანქციების კუთხით, მიუხედავად იმისა სლოვაკეთი და უნგრეთი დაბლოკავენ, თუ არ დაბლოკავენ მას. „მოკლე პასუხი არის დიახ. ევროკავშირის სხვა ორგანოებმა, გადაწყვეტილებების მიმღებებმა მეტი უნდა გააკეთონ. ვგულისხმობ, ევროპულ საბჭოს, წევრ სახელმწიფოებს ერთად, ევროკომისიას. როგორც იცით, ევროპულ საბჭოში არსებობს პრობლემა, რომ პოლიტიკასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს კონსენსუსის საფუძველზე. ორი ქვეყანა, როგორც ახლა ვხედავთ ეს არის სლოვაკეთი და უნგრეთი, საკმარისია, რომ ევროპული საბჭო კანონიერად ვერ იღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, არსებობს სხვა ვარიანტებიც. დანარჩენ 25 წევრ სახელმწიფოს შეუძლია კოორდინირებულად იმოქმედოს და დაამყაროს ორმხრივი ურთიერთობები“, - აღნიშნა ურმას პაეტმა. მისი თქმით, ოფიციალურად ეს არ არის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ 25-ვე წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, ორმხრივად. „ასე რომ, ოფიციალურად ეს არ არის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ 25-ვე წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, ორმხრივად, კოორდინირებულად. იქნება ეს სანქციები, თუ სხვა შეთავაზებები ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, რომელსაც ხვალ მივიღებთ. რა თქმა უნდა, დრო მნიშვნელოვანია. ასე რომ, იმედი მაქვს რომ ევროპული საბჭო და კომისია აჩქარდებიან, არსებობს პოლიტიკური გამოსავალი, როგორ უნდა აიცილოს ბლოკმა თავიდან უნგრეთი და სლოვაკეთი, რომ რეალური გადაწყვეტილებები მიიღოს“, - აღნიშა ურმას პაეტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)