|
2025-02-12 17:42:46, 440 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - მზია ამაღლობელი არის რეჟიმის მძევალი, ის იბრძვის საქართველოს მომავლისთვის
მზია ამაღლობელი არის რეჟიმის მძევალი - ის არა მხოლოდ თავისი თავის უფლებებისთვის იბრძვის, ის იბრძვის საქართველოს მომავლისთვის , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტში, ევროპელ დეპუტატებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გვარამიამ პრესკონფერენციაზე დაასახელა ის ადამიანები, რომლებიც „ნამდვილი საქართველო არიან“. „მე მინდა გითხრათ, ვინ არის ქართველი ხალხი და ვინ არიან მისი წარმომადგენლები. ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ქართველი ხალხის არის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ქართველი ხალხის მიერ მიღებული სიმართლე და ფაქტი. მზია ამაღლობელი ჟურნალისტი, რომელიც დააპატიმრეს, ის არის რეჟიმის მძევალი. ის 25 დღეზე მეტია შიმშილობს. ის არა მხოლოდ თავისი თავის უფლებებისთვის იბრძვის, ის იბრძვის საქართველოს მომავლისთვის. მას სხვა იარაღი ბრძოლის არ გააჩნია. ირაკლი დგებუაძე, რომელიც წარმოადგენს ბათუმის პოლიციას, ის არის ავტორი ამ საშინელების. გრიგოლ ბესელია არის ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი და ის არ არის საქართველო, მზია არის საქართველო. ახალგაზრდა მოსამართლე, რომელმაც მიუსაჯა მზია ამაღლობელს სასჯელი, ის არ არის საქართველო, მზია არის საქართველო. საბა სხვიტარიძე, რომელიც პოლიტიკური მძევალია და მას ძალადობრივად გაუსწორდნენ, მას არ მიაწოდეს სამედიცინო დახმარება ორი კვირის განმავლობაში, მისტერ ფიცო ეს არის საქართველო. ვინც არ არის საქართველო, ეს არის გიორგი კამხაძე, კიდევ ერთი შენიღბული ადამიანი, ის არ არის ქართველი. მოსამართლე, რომელიც საბა ციხეში გაუშვა, ის არ არის ქართველი და ის არ არის საქართველო. კიდევ ერთი მოსამართლე, რომელმაც საბა ციხეში გაუშვა, ის არ არის ქართველი და თქვენ უჭერთ მათ მხარს, ასეთ საქართველოს უნგრელები არ უჭერენ მხარს და სლოვაკები არ უჭერენ მხარს, მაგრამ თქვენ მათ უჭერთ მხარს და არა ქართველ ხალხს, არამედ მოძალადეებს. იმ ადამიანებს, რომლებმაც დაარღვიეს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში, ყველა ლიდერი - ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მე. ყველა ვიყავით ციხეში ერთი-ორი კვირა მაინც, ზოგჯერ სასამართლოს გარეშე. როცა [ახლა] ვლაპარაკობ, ზურას ცოლთან უკვე მივიდნენ პოლიციელები, რომლებიც კარზე აკაკუნებდნენ. ჩემს ასისტენტს 25 წლის გოგო მირანდა 5 000 ლარით დააჯარიმეს, ისე რომ სასამართლო პროცედურები არ ჩატარებულა. ეს არის „ქართული ოცნება“ და ეს არის მათი მეთოდი, ადამიანების დაჯარიმება ნებისმიერი სასამართლო პროცესების გარეშე“, - განაცხადა გვარამიამ და დაასახელა სრულად იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც პროტესტის დროს სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს. გარდა ამისა, გვარამიამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანსაც და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოსაც მიმართა. „ეს ადამიანები არიან ციხეში და წარმომადგენენ საქართველოს და არა პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციელები, რომლებიც მათ აწამებენ და რომლებმაც ამ ახალგაზრდებს წაართვეს თავისუფლება და თქვენ მხარს უჭერთ ბატონო ორბანო, ფიცო, ამ კანიბალებს. ეს არ არის საქართველო, ისინი არ არიან ქართველები და თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ქართველს და ქრისტიანულ ფასეულობებს“, - აღნიშნა მან, რომლის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)