03:21 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 12:56:44, 359 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრს მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებისა და საერთო ინტერესის საკითხების განხილვისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში Emaar Properties/Eagle Hills-თან გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე, საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზე. საუბარი შეეხო არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი კომპანიების წარმატებულ საინვესტიციო პროექტებს საქართველოში. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომელიც აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება და 2025 წელს დასრულდება.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი და მისი სრულად ათვისების მნიშვნელობა.

ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics