03:23 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 12:19:05, 362 ნახვა

პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი - პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს ახალი, სამართლიანი არჩევნები

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი, სამართლიანი არჩევნები.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს იმას, რასაც ხალხი ითხოვს.

„პირველ რიგში თუ ვინმე ითხოვს ახალ და სამართლიან არჩევნებს, ეს არის საქართველოს ათიათასობით მოქალაქე. „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი ხანია, აღარ ესმის საქართველოს მოქალაქეების ხმა, რადგან პირდაპირი ხაზით არიან მიბმული და რასაც უკარნახებს რუსეთი, იმას ასრულებენ ყურმოჭრილად. პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს ახალი, სამართლიანი არჩევნები, ვინაიდან 26 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაცია არის ქართველი ხალხის ნების მოპარვა და მიტაცება. შესაბამისად, იმას, რასაც ითხოვს ხალხი, მხარს უჭერს დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ამ ქვეყანას მიაყენა უზარმაზარი ზიანი, არანაირი სიკეთე აღარ არის მოსალოდნელი ამ რეჟიმის პირობებში, მხოლოდ ვითარების ძალიან სერიოზული დამძიმება. მესამე თვე დაიწყო უკვე, ამიტომ დგას ფეხმოუცვლელად ათიათასობით მოქალაქე და აპროტესტებს იმას, რაც მიიტაცა რუსულმა რეჟიმმა 26 ოქტომბერს. გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი არჩევნები. რამდენიც არ უნდა ეცადონ, რომ ეს საკითხი გადადონ, საბოლოო ჯამში, მაინც მოუწევთ მინიმალური სტანდარტების მქონე სამართლიანი არჩევნების ჩატარება“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics