06:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 15:08:31, 517 ნახვა

საზოგადოება
პეტრიაშვილი: 5 ნატყვიარის და 16 ჭრილობის, ჩაქუჩის და ბეისბოლის ბიტის მუშაობის პირობებში, მაინც კარგ სპორტულ ფორმაში გახლავართ

"5 ნატყვიარის და 16 ჭრილობის,  ჩაქუჩის და ბეისბოლის ბიტის მუშაობის პირობებში,  მაინც კარგ სპორტულ ფორმაში გახლავართ",- ამის შესახებ"თავისუფალი დემორკატების" გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პეტრიაშვილის თქმით, მის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილთან არანაირი პიროვნული გადაკვეთა არ ჰქონია და  თავდასხმის მოტივი მისთვის უცნობია. პეტრიაშვილი  ამბობს, რომ სანამ შემკვეთი  და მეორე შემსრულებელი  არ გამოვლინდება, საქმე გახსნილად არ ჩაითვლება:

"5 ნატყვიარის და 16 ჭრილობის,  ჩაქუჩის და ბეისბოლის ბიტის მუშაობის პირობებში,  მაინც კარგ სპორტულ ფორმაში გახლავართ. მე გამქონდა ასოცირების შეთანხმება, ვიღაც ამ პიროვნებას - ლომბარდები. ასე რომ, ჩვენ გადაკვეთები არ გქვნია,წარმოდგენა არ მაქვს ამ სახელზე და გვარზე. არავითარი პიროვნული გადაკბეთა მე მაგ ადამიანთან არ მქონია.წ ავიკითხე ცალკეული პოლიტიკოსების საბრალდებო დასკვნები, მოტივაციები და და ვერ მივბაძავ მათ ამ "მჭერმეტყველებაში". გამოძიებას უნდა მივცეთ შესსძლებლობა, რომ გამოძიოს მოტივი. გამოძიება არ იქნება დასრულებული და საქმე არ იქნება გახსნილი სანამ არ გამოვლინდება დამკვეთი სანამ არ დააკავებენ მეორე  შემსრულებელს. უნდა მოხდეს სამაგალითო დასჯა ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის და არა ჩემთვის", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის  საქალაქო სასამართლომ   ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს   აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა  შეუფარდა.

მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა.

შეგახსენებთ,  გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics