14:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 15:02:25, 426 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე: საკითხის მოგვარების პოლიტიკური მხარე დანაღმულ ველზე შებიჯებას ემსგავსება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტსაბჭოზე მიღებულ გადაწვეტილებას გამოემხაურა, რომლის მიხედვითაც  საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოხდება და კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. უსუფაშვილის თქმით,  კონსტიტუციით, საქართველოში ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ნებაყოფლობით კავშირი და ამ საკითხს ზედმეტი კონსტიტუციური ცვლილება არ სჭირდება.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით,  საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის  ერთობაა,  არასწორი და კონტრპროდუქტიულია:

"რესპუბლიკური პარტია" საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ქორწინებას აღიარებს  როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობას და არაფერს სხვას. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობა   და კონსტიტუცია ამ თვალსაზრისით სამართლებრივად არ არის ნაკლული. ამ თემით  უხალოესი თვეების და საარჩევნო პროცესის დომინირება, ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში, ქართველი  ხალხის ინტერესებში, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემა.  საკითხის მოგვარების პოლიტიკური მხარე უფრო ემსგავსება პოლიტიკურად დანაღმულ ველზე შებიჯებას, პოლიტიკური მახისკენ ნაბიჯს. ამიტომ პოლიტიკურ შეცდომად ვთვლით ჩვენ ამას და ამიტომ "რესპუბლიკური პარტია" ამ ინიცრების პროცესს პოლიტიკურად გაემიჯნა.

ჩვენ პატივს ვცემთ ინდივიდუალურ მოსაზრებებს როგორც ჩვენიი კოლეგა კოალციის წევრების, ისე საკუთარი პარტიის წარმომადგენლების, ვინაიდან ბევრი ამ საკითხს განიხილავს წმინდა მორალურ ჩარჩოში და არ განიხილავს პოლიტიკურ ჩარჩოში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics