03:21 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 13:32:08, 402 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - გაბიტაშვილთან დაკავშირებით ყველაფერს დაადგენს გამოძიება, მაგრამ არ მჯერა იმ პიროვნების სიმართლის

ლაშა გაბიტაშვილთან დაკავშირებით ყველაფერს დაადგენს გამოძიება, მაგრამ არ მჯერა ამ პიროვნების სიმართლის, რომელიც უცხოეთში უაპელაციოდ ესხმის თავს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, – პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „რადიკალიზმი და აგრესია არასდროს დაწყებულა „ქართული ოცნების“ დეპუტატების თუ მათი ოჯახის წევრების მხრიდან“.

„კარგად ვხედავთ, საიდან მომდინარეობს რადიკალიზმი და აგრესია. ეს არასდროს დაწყებულა „ქართული ოცნების“ დეპუტატების თუ მათი ოჯახის წევრების მხრიდან. ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ დასაწყისი იყოს ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, როდესაც შენ ხარ პროვოცირების საგანი, პროვოცირებ, შეურაცხყოფას აყენებ, გაქვს ბულინგის მცდელობა, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის, ეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს, მაგრამ გამოდის, რომ ძალით იწვევ და შემდეგ გინდა, საზოგადოებას მსხვერპლად მოაჩვენო თავი. შენ როდესაც ხდები მიზეზი, საშუალება რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელში, როგორღაც პროვოცირება მოაწყო – ნუ მივცემთ საშუალებას ამ უცხოურ ძალას და მის აგენტურას, მოხდეს პროვოცირება. ამისთვის შესაბამისი უწყებები არსებობენ და იყო თუ არ იყო მიზეზი, ეს უნდა იქნას გამოძიებული. ყველაფერს დაადგენს გამოძიება, მაგრამ მე ამ პიროვნების არ მჯერა. როგორ შეიძლება, იმ პიროვნების სიმართლე დაიჯერო, რომელიც უცხოეთში მიდის და ასე უაპელაციოდ ესხმის თავს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აწყობს ბულინგს, დემარშს და ათასგვარ უბედურებას. ვინ მოგცა უფლება, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირზე თავდასხმა მოაწყო. არ მოგწონს ეს ხელისუფლება? – კი, ბატონო, შეგიძლია განსხვავებული აზრი გამოხატო არჩევნებზეც, სოციალურ ქსელშიც, თუ რაიმე ტიპის შევიწროება მოხდება, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი. შეიძლება, ჟურნალისტებს ამ ინციდენტთან დაკავშირებით კითხვები გქონდეთ, მაგრამ არც ერთხელ არ დაგიგმიათ, რომ არ შეიძლება, თავს დაესხა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი აბულინგო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, აბუ დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. შსს-ს ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics