04:59 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 22:12:49, 635 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დააბრუნოს დემოკრატიული სტანდარტები

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სრულად აღიაროს ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტები, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობა. კონგრესი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, და ყველა მოქალაქეს, მათ შორის ადგილობრივად არჩეულ წარმომადგენლებს, მოუსმინონ თანაბარი უფლებით.

„კონგრესის ბიურო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად სცეს პატივი ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, გაუკვალოს გზა თავისუფალ და სამართლიან ხელახალ არჩევნებს ეროვნულ დონეზე, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ადგილობრივ დონეზე და მოეპყრას ყოველ ქართველს თანაბრად, მათ შორის, ადგილობრივად არჩეულ წარმომადგენლებს.

ქვეყანაში კონგრესის პრეზიდენტის, პირველი და მეორე ვიცეპრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ და წინარე განცხადებებზე დაყრდნობით, ბიუროს პოზიცია ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა იმოქმედოს ექსტრემალური პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც ქვეყანას ავნებს. მათ სამართალდამცავი სააგენტოები, იურიდიული და ყველა საჯარო ინსტიტუტის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყონ. საჯარო მოხელეები ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე თავიანთი პოზიციებიდან გათავისუფლდნენ პოლიტიკური მიზეზებით. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს.

ამასთან, ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი გამოხატვის, შეკრებისა და ასოციაციის დემოკრატიული უფლებების გამოყენება. მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიული საზოგადოებების განუყოფელი ნაწილია. ისინი, ვინც ამჟამად მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტებში არაძალადობრივი მონაწილეობის გამო არიან დაკავებულები, შესაბამისად, უნდა გათავისუფლდნენ. ეს მოიცავს ეროვნულ და ადგილობრივ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს, მათ შორის, მზია ამაღლობელს, რომელის შესახებაც კონგრესი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს.

ამგვარი მიდგომით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიცვალოს პოზიცია და ცხადი გახადოს მისი მონდომება ოპოზიციასთან გულწრფელი, ღია და კონსტრუქციული დებატების მიმართ. დემოკრატიულ ნორმებთან და სტანდარტებთან ეს დაბრუნება უზრუნველყოფდა იმ ნდობას, რომელიც საჭიროა ოპოზიციის მიერ მთავრობასთან ურთიერთობის დასამყარებლად და დაასრულებდა მათ მიერ დაწესებულებების ბოიკოტს. შემდგომ, ეს გზას გაუკვალავდა ახალ ეროვნულ არჩევნებს, დაფუძნებულ ევროპულ სტანდარტებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გააკეთეს, და ამასთან, ხელს შეუწყობდა პროგრესს თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნებისკენ. ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან კონგრესის მიერ მოთხოვნილ მოსაზრებაზე საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების შესახებ. შემდეგი ადგილობრივი არჩევნები ამა წლის ოქტომბერში ჩატარდება. არსებული პირობებში მისი ჩატარება სიტუაციის გამწვავების რისკს აჩენს. შესაბამისად, პოლიტიკური გარემოს საფუძვლიანი ცვლილების გარეშე, ეს არჩევნები უნდა გადაიდოს.

ბიუროს სჯერა იმ დემოკრატიული და ევროპული მომავლის, რომელიც ყოველი ქართველის ინტერესებს ემსახურება. ეს მოითხოვს ყოველი პოლიტიკური აქტორის მონაწილეობას მთავრობის ნებისმიერ დონეზე, მათ შორის, მმართველ პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაგრძელებას.

კონგრესი მზაობას გამოთქვამს, უზრუნველყოს ნებისმიერი დახმარება ამ მიზნის მისაღწევად. საქართველოს შესახებ დებატები 2025 წლის 25-27 მარტს, კონგრესის შემდეგ სესიაზე გაიმართება.“- წერია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics