04:57 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 20:24:44, 520 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირში დამოუკიდებლობით უნდა შევიდეთ

ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ იმ პირობებში უნდა მოხდეს, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს დამოუკიდებლობა. მან აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია შეინარჩუნო ღირსება და ქვეყნის კეთილდღეობა.

„ჩვენ უნდა შევიდეთ ევროკავშირში ჩვენი დამოუკიდებლობით. ეს იყო ჩვენი მთავარი სლოგანი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ,“ - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ასევე უნდა იყოს ქვეყნის კონსტიტუციური მიზანი, რასაც 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და მოლდოვას შედარებაზე, სადაც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა არ აწესებს სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, საქართველოს მაინც ბევრად უფრო მეტად აკრიტიკებენ საერთაშორისო მედია და ევროპული ინსტიტუტები, ვიდრე მოლდოვას.

კობახიძის განცხადებით, საქართველო ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას,

„პროგრესი მხოლოდ პრაგმატიზმის წყალობითაა შესაძლებელი. თუ საქართველო არ იმოქმედებდა პრაგმატულად, ვერ  გადარჩებოდა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი შეეხო იმ პრობლემებს, რაც დაკავშირებულია ევროპულ მედიაში ყალბ ინფორმაციასა და ცენზურასთან, რომელიც ხშირად ქმნის არასწორ წარმოდგენებს საქართველოსა და მოლდოვის შესახებ.

„ამჟამად საერთაშორისო მედიაში არსებობს კოორდინაცია და ცენზურა, რომელიც მიზნად ისახავს ყალბი ამბების გავრცელებას საქართველოს წინააღმდეგ,“ - აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ პრაგმატული პოლიტიკა არის საქართველოს გადარჩენის წინაპირობა, რომლის გარეშეც ქვეყანა ვერ ახერხებს წარმატებულ განვითარებას.   

„ეს არის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი ჩვენი ისტორიიდან,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics