06:45 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 16:10:54, 501 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის შეჯერებული პოზიცია

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შორის კოორდინაცია - ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის შეჯერებული პოზიცია ყველაფერზე - იქნება ეს პოლიტპატიმრების დაცვა, საგარეო არაღიარების პოლიტიკა, პროტესტი თუ სხვა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, მან შესვლამდე შეხვედრის შინაარსი არ იცის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კოორდინაცია გრძელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შორის კოორდინაცია. ძალიან ბევრი საქმეა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის შეჯერებული პოზიცია ყველაფერზე - იქნება ეს პოლიტპატიმრების დაცვა, საგარეო არაღიარების პოლიტიკა, პროტესტი თუ სხვა. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო უნდა იყოს. ჯერ არ ვიცი შინაარსი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შორის კოორდინაცია გრძელდება“, - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics