04:59 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 10:01:17, 415 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია, უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცე

ბოლო დღეების მხილების შემდეგ, უკვე ყოველი დონორი სახელმწიფო ეჭვმიტანილია უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში, უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული“.

„მრავალი წელია, უცხოური დახმარება გადაიქცა დახმარებიდან მიტაცებად, ქველმოქმედებიდან ინსტრუმენტად, შრომის იარაღიდან ომის იარაღად.

დიპლომატიისგან განსხვავებით, რომელიც კომპრომისს და საერთო ინტერესების ძიებას გულისხმობს, „უცხოური დახმარება“ პოლიტიკურ პარტიებსა და „სამოქალაქო საზოგადოებაში“ უცხო ინტერესების ჩანერგვას ნიშნავდა. ეს ახლადშეძენილი „ინტერესები“ საღდებოდა, როგორც ხალხის ინტერესები. შემდეგ კი, ამ ჩანერგილი „ინტერესების“ დაცვა, ხალხის სახელით, უცხო ქვეყნების მხრიდან გავლენის ძლიერი ინსტრუმენტი ხდებოდა.

მეტიც, ამგვარ კონსტრუქციაში, უცხო ქვეყნების ელჩები, მასპინძელ ქვეყნებთან და საზოგადოებებთან ხიდების აგების ნაცვლად, ქვეყნის მართვის ინსტრუქტორებად გვევლინებოდნენ. ამან მოიტანა სიტუაცია, რომელშიც ელჩების ამოცანა გახდა არა ნდობის ჩამოყალიბება მიმღებ მთავრობასთან, არამედ საკუთარი ძალაუფლების თავსმოხვევა ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ამგვარი რამ კარგად გვახსოვს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, როდესაც ცეკას მეორე მდივანი, რომელიც რესპუბლიკაში იერარქიით მეორე პირი იყო, მოსკოვიდან იყო ხოლმე მოვლენილი.

სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ახლახანს განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკა საერთო ინტერესების ძიებას უნდა ისახავდეს მიზნად და არა სხვა ქვეყნებში დაპირისპირების დანერგვას. ეს სწორი პოზიცია, დიდი ხანია, დაკარგული იყო „უცხოური დახმარების“ არასწორ პრაქტიკაში.

საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკა არ დაუშურებია გამრუდებული უცხოური დახმარების გამოსავლენად. ახლა უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იკისრა ლიდერობა ამ გამრუდებული მიდგომის შეცვლის საქმეში. მართლაც, გამაოგნებელია უცხოური დახმარების სფეროში გამოვლენილი კორუფციისა და მავნე საქმიანობის მასშტაბები.

ბოლო დღეების მხილების შემდეგ, უკვე ყოველი დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში. უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია. შესაბამისმა მთავრობებმა საეჭვო და პოტენციური დარღვევის ყველა შემთხვევა უნდა შეისწავლონ და მათი შედეგები გაასაჯაროონ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია – უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ. უახლოეს მომავალში, პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად“,- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics