06:44 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-09 12:59:44, 392 ნახვა

პოლიტიკა
რეიჩელ დენბერი საქართველოზე - ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის აშკარა გამოვლინება

"ოცნების" ხელისუფლებამ ყველა ზღვარი გადაკვეთა" - ასე აფასებს HRW-ის ცენტრალური აზიისა და ევროპის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე რეიჩელ დენბერი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს. დენბერი "ამერიკის ხმასთვის" მიცემულ ინტერვიუში "ოცნებას" აქციის მონაწილეების სასტიკი ცემისა და ამ საქმეების გამოუძიებლობის გამო აკრიტიკებს. 

გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი მზია ამაღლობელის შესახებაც საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ჟურნალისტს მისი კრიტიკული პოზიციის გამო სჯიან.

ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. ძალიან ბევრს ამბობს ის, რომ ერთის მხრივ, პოლიციის მიერ უამრავი ნაცემი ადამიანი გვყავს და ამის ვიდეო ჩანაწერები თუ მოწმეები არსებობს, როდესაც სპეცრაზმი ხალხს ძვლების დამტვრემადე სცემს ამ ყველაფრის გამოძიება არ ხდება, არანაირი ნაბიჯი არ იდგმევა, დაგმობა არ ხდება, არაფერი ისეთი, რომ ოფიციალური პირები მიხვდნენ, რომ ეს პრობლემაა. მეორეს მხრივ კი არსებობს მზია ამაღლობელის საქმე, როდესაც აშკარა იყო შეხლა-შემოხლა, იყო უამრავი ხალხი და როდესაც ის დაკავების ადგილს ტოვებდა, დამაბნეველი სიტუაცია იყო და რაღაც მოხდა. და უეცრად, ყველას სამართალდამცავი უწყების ძალისხმევა იმ ერთი ადამიანის დასასჯელადაა მობილიზებული, რომელიც ჟურნალისტია და ცნობილია თავისი კრიტიკულობით. ამაზე ხარჯავთ საგამოძიებო ძალებს? მართლა? ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. მათ მთელი თავისი რესურსი დახარჯეს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ. სრულიად ნათელია, რომ ისინი ასე ენერგიულად მის წინააღმდეგ მესიჯის გასაგზავნად მიდიან. ამ დროს არსებობს უამრავი ვიდეო ჩანაწერი და მტკიცებულება ადამიანებზე ძალადობის, მათი ძვლების დამტვრევის, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებისა და ამ მიმართულებით სრულიად არაფერს აკეთებენ, - ამბობს რეიჩელ დენბერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics