06:43 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-08 13:04:17, 370 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებას საქართველოს დემოკრატიულობასთან შესახებ გამაოგნებელს უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გამაოგნებელია, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ არაინფორმირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის, „ნაცვლად შეცდომების აღიარებისა, ძალადობრივი აქციების დაგმობისა და ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) ფინანსების გასაჯაროებისა“.

პაპუაშვილი აღნიშნულით ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადებას ეხმაურება.

„გამაოგნებელია, რომ ნაცვლად შეცდომების აღიარებისა, ძალადობრივი აქციების დაგმობისა და ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) ფინანსების გასაჯაროებისა, გვესმის არაინფორმირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს მიმართ.

და ფარისევლობაა, როდესაც ინსტიტუციები, რომლებიც თავად არ აღიარებენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშს, მოგვიწოდებენ კანონებზე ეუთო/ოდირის მომავალი ანგარიშების გათვალისწინებისკენ“, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, კაია კალასი და მარტა კოსი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს უფრო მეტად შორდება.

კაია კალასი და მარტა კოსი ერთობლივ განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს. ამასთან, მათი მოსაზრებით, ცვლილებები არსებითად „გამოუთხრის ძირს გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ისევე როგორც მედიის თავისუფლებას“. მათი განცხადებით, მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარების სერიოზულ რეგრესს ასახავს და არ ამართლებს არანაირ მოლოდინს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს.

ამასთან, ევროპელი ლიდერები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული; უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics