|
2025-02-08 12:46:12, 561 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - საქართველოს გათავისუფლების ბრძოლა არის გრძელვადიანი
იმისთვის, რომ ვნახოთ როგორ გავაგრძელოთ წინააღმდეგობა იმისთვის, რომ ხალხს გავუზიაროთ რატომ ვართ პროტესტში იმისთვის, რომ განვაახლოთ ის წინააღმდეგობა, რომლის გამოც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა, ამისთვის თათბირებით გავდივარ მხარეებში,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა, რომ წინააღმდეგობა კვლავ გაგრძელდეს, ამისათვის კი მნიშვნელოვანია რეგიონების მასშტაბით სიარული და მოსახლეობასთან შეხვედრა, რომ ხალხს წინააღმდეგობის სურვილი გაუზიარონ და წინააღმდეგობის სხვადასხვა და ახალ ფორმებზე იფიქრონ. „საქართველოს გათავისუფლების ბრძოლა არის გრძელვადიანი. ეს ბრძოლა შეიძლება გაგრძელდეს სამი თვე, ოთხი თვე და ა.შ. მთავარია ეს წინააღმდეგობა შევინარჩუნოთ და ის აუცილებლად შენარჩუნდება. თუმცა, ახალი ფორმები ჩვენ ხალხთან ერთად უნდა ვეძებოთ. დღეს სწორედ ამას ვაკეთებ და მივდივარ დასავლეთ საქართველოში. მექნება ტრადიციული თათბირები ხალხთან ერთად საქართველოს მხარეებში. იმისთვის, რომ გავაზიაროთ ჩვენი წინააღმდეგობის სურვილი და ვიფიქროთ წინააღმდეგობის სხვადასხვა და ახალ ფორმებზე. ამის გაკეთება აუცილებელია. საქართველოს მოსახლეობას აქვს დიდი ტკივილები. სხვადასხვა ქალაქში არის სხვადასხვა ტიპის ტკივილი. ამ ტკივილს ვერაფერს ვერ უზამს დღევანდელი რეჟიმი. ეკონომიკის კანონია, როდესაც გაჭირვებაა ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტ ფასს იხდის გაჭირვებული ადამიანი. ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო აისახება ჩვენს გაჭირვებულ მოქალაქეებზე. იმისთვის, რომ ვნახოთ როგორ გავაგრძელოთ წინააღმდეგობა იმისთვის, რომ ხალხს გავუზიაროთ რატომ ვართ პროტესტში იმისთვის, რომ განვაახლოთ ის წინააღმდეგობა, რომლის გამოც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი, ამისთვის თათბირებით გავდივარ მხარეებში“, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც “ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ავრცელებს.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)