06:34 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 21:43:39, 587 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - სატელეფონო საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში

„ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალური მდივანს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა“ - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.

სამუშაო ჯგუფი რუსულ კანონთან დაკავშირებით უნდა შექმნილიყო და ამაზე ორმხრივი შეთანხებაც არსებობდა.

 განცხადებაში ნათქვამია, რომ 3 თებერვალს, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანი ალენ ბერსეტი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და მასთან განიხილა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის "სტატუსი", რომლის შექმნის შესახებ ორმხრივი გადაწყვეტილება მიღებული იქნა გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს - 2024 წლის 20 დეკემბერს.

თუმცა, 20 იანვარს სამდივნომ საქართველოს მთავრობას გაუგზავნა წერილი სამუშაო ჯგუფის შექმნის თხოვნით, ეს მოთხოვნა კი უპასუხოდ დარჩა. სატელეფონო საუბრისას კი კობახიძემ განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში.

„ორშაბათს სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში ან შეცვალოს „გარე გავლენის“ კანონში, როგორც ეს ადრე იყო განხილული. თუმცა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ვალდებულება გააგრძელოს მუშაობა ევროპის საბჭოსთან მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში.

გენერალურმა მდივანმა დიდი სინანულით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება. მან ასევე გაიმეორა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე მისი პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის შესახებ. ახლა ამოცანაა შევაფასოთ მთავრობის კურსის შეცვლის შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენა. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება.

ევროპის საბჭოს როლი არის ენერგიულად დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები. ამ მიზნით, გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს რამდენიმე ორგანო ეწვია საქართველოs მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, წამების პრევენციის კომიტეტი (CPT), ადამიანის უფლებათა კომისარი და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი", - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics