06:30 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 13:41:41, 395 ნახვა

პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - გახარიას გადაწყვეტილება გასაგებია, ის საპარლამენტო მანდატს ებღაუჭება

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სავარაუდოდ, საპარლამენტო მანდატს ებღაუჭება და პარლამენტში ადგილის შენარჩუნება სურს.

როგორც ცისკარიშვილმა სადეპუტატო მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მალე გაირკვევა გიორგი გახარია ხალხის, ოპოზიციის მხარეს დგას თუ „ქართულ ოცნებას“ ამ პარლამენტს „უპრავებს“.

„გახარიას გადაწყვეტილება გასაგებია, ის საპარლამენტო მანდატს ებღაუჭება, უნდა რაღაცნაირად შეინარჩუნოს ეს ადგილი პარლამენტში, მაგრამ მათ ფრაქციასაც დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი სულ რამდენიმე თვეში. ამ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ან მოუწევთ პარლამენტში შესვლა და დაფიქსირება, ამ რეჟიმის ამ ფორმით ერთგვარი ლეგიტიმაცია, მათთან ერთად ერთ დარბაზში ყოფნა, იმ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც ყოფნა PACE-შიც კი არავის უნდა, ან არადა, „ოცნებას“ მოუწევს მათი გარიცხვა არა განცხადებების საფუძველზე, არამედ გაცდენების გამო. ეს ჭეშმარიტების მომენტი აპრილ-მაისში დადგება. მაშინ ვნახავთ მათ რეალურ სახეს, არიან ისინი ხალხის, ოპოზიციის მხარეს, უერთდებიან იმ სულისკვეთებას, რომელიც არის, მათ შორის რუსთაველის გამზირზე, თუ ჟარგონზე რომ ვთქვათ, „უპრავებენ“ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს და ლეგიტიმაციას აძლევენ“, -განაცხადა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს. პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics