08:12 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 12:18:43, 380 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრების რაოდენობა განსაზღვრა - ოპოზიციას 3 ადგილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2003-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრების რაოდენობა განსაზღვრა. 

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, კომისია 10 წევრისგან უნდა შედგებოდეს.

"გთავაზობთ, რომ ფრაქცია ქართული ოცნება 5 წევრით იყოს წარმოდგენილი. ოპოზიციურ ნაწილს რაც შეეხება: ხალხის ძალას ჰყავდეს 2 წევრი, ევროპელ სოციალისტებს კი 1 - 2 ადგილი პარლამენტის უფრაქციო წევრებს დარჩებათ. იგივე, ოპოზიციურ ფლანგს, რომელიც, ჯერჯერობით, პარლამენტში შემოსული არ არის, თუმცა მათი სურვილიც არ არის ნათელი, სამომავლოდ რას აპირებენ. ასე რომ, მათი პარლამენტში შემოსვლის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ეს კვოტა 2 წევრით შეავსონ". - თქვა მათიკაშვილმა.

საკითხს საპროცედურო კომიტეტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.

ქართულმა ოცნებამ "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია" შექმნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics