|
2016-03-07 18:38:23, 373 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ვაღიარებ ყველა თქვენს შენიშვნას ყოველგვარი „მაგრამ“ და „თუ“-ს გარეშე
„ვაღიარებ ყველა თქვენს შენიშვნას ყოველგვარი „მაგრამ“ და „თუ“-ს გარეშე. ვაღიარებ, ვიღებ და მინდა, აღარ ვიყოთ ასეთ ვითარებაში ყველა ერთად”,-ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც შემდეგი სახის იყო: „ბატონო დავით, თქვენ ბრძანეთ, რომ საქმეა გასაკეთებელი და არა ის, ვინ უფრო მაღალ სკამზე იქნებაო. ამ კონტექსტში, მინდა, გკითხოთ პარლამენტში შექმნილი ვითარების შესახებ. საქმე ბევრია გასაკეთებელი, დეპუტატები არ დადიან და თქვენც ნახეთ ეს პარასკევს სხდომაზე, როდესაც დაბრაზში 62-65 კაცი იმყოფებოდა, ტაბლოზე კი, 72-74 კაცი ეწერებოდა. არ ფიქრობთ, რომ ის, რაც ბევრჯერ გითქვამთ, რომ უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა, სანქციები ამოქმედდეს, ხელს უწყობთ თქვენ პირადად დეპუტატებს, რომ მათ არ აჯარიმებთ და ვერ გრძნობენ საკუთარ პასუხისმგებლობას, რომ იარონ სხდომებზე და კანონპროექტს თუ არ წაიკითხავენ, ხმა მაინც მისცენ. თუკი ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრებთ, აქვე გეტყვით, რომ წინა პარლამენტიდან თუ რაიმეს გადმოღება შეიძლებოდა, ეს იყო კვორუმის პრობლემა არასდროს არ ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში, მიხეილ მაჭავარიანი აჯარიმებდათ”. პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი: „ვინ ვის როგორ აჯარიმებდა, ამაზე არ ვილაპარაკებ ახლა. ვაღიარებ ყველა თქვენს შენიშვნას ყოველგვარი „მაგრამ“ და „თუ“-ს გარეშე. ვაღიარებ, ვიღებ და მინდა, აღარ ვიყოთ ასეთ ვითარებაში ყველა ერთად. დაწყებული ამომრჩევლიდან, რომელიც უყურებს ხოლმე ასეთ სურათებს, პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ. ამ კითხვაზე სწორი პასუხი ისევ და ისევ არის სამომავლო პარტიული სიების და კანდიდატების შერჩევა სწორად. ამ საკითხზეც რომ არის ხოლმე სპეკულაციები, რომ რომელი პროფესიის ხალხი ჯობია პარლამენტში იყვნენ და არ იყვნენ და ასე შემდეგ, დამეთანხმებით, ვინც პარლამენტში ბრძანდებით, რომ სწორედ ძალიან ხშირად დაუმსახურებლად გაკრიტიკებული პროფესიების წარმომადგენლები ყველაზე უფრო დისციპლინირებული პარლამენტარები არიან ამ თვალსაზრისით და პარლამენტში არიან. ამიტომ, აქ საწყის პროფესიებში კი არ არის საქმე, საქმე იმაშია, პარლამენტში მოსული ექიმი, მსახიობი თუ იურისტი იქ რას აკეთებს და როგორ იქცევა. ამიტომ, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ამ თემაზე ძალიან სერიოზული დაფიქრება მოუწევს. ამასთანავე, არ იქნება სწორი, საკითხი დავიყვანოთ კოალიციამდე, რომ პარლამენტი ეს არის კოალიცია „ქართული ოცნების“ ასამუშავებელი ორგანო. პარლამენტი ეს არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანო, ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ან საერთოდ არ არიან ხოლმე იქ, ან სხედან და რეგისტრაციას არ გადიან, რაიმე პოლიტიკური პოზიციის გამო კი არა, პოზიცია თავისთავად ეს არის, რომ აი, თქვენ ვერ ახერხებთ პარლამენტის ამუშავებას. ეს არანაირად არ ამცირებს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების პასუხისმგებლობას, მაგრამ არანაირად არ ხსნის სხვების პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ აქ პარტიულ შეკრებაზე არ ვიმყოფებით, ვიმყოფებით პარლამენტში და თუ მოდიხარ პარლამენტში ადამიანი, ალბათ, რაღაც მინიმალური მზაობა უნდა გქონდეს ამის. ამასობაში, ვიღებთ მთლიანად საყვედურს, მეტი არაფერი”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)