10:00 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 08:54:03, 499 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ხალხის გაჩუმების მიზნით, სახელმწიფოს სახელით ტერორის მცდელობას უკუეფექტი ექნება

ივანიშვილის მხრიდან, ხალხის გაჩუმების მიზნით, სახელმწიფოს სახელით ტერორის მცდელობას უკუეფექტი ექნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სისხლის სამართლის წესით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობდა.

ბოკუჩავას თქმით, ნაცვლად დიქტატურის კონსოლიდაციისა, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს კონსოლიდირებულ ქართველ ხალხს.

„ამ ადამიანების პატიმრობაში გაშვების მიზანი მუდმივი დისკომფორტის შექმნა თავად იმ ადამიანებისთვის, ვინც ბრალდებულის სკამზე დასვა დღეს ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა და მათი ოჯახებისთვის და სიგნალი ყველა ადამიანისთვის, ვინც შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს, რომ ეს არის ის, რაც თქვენ გელით, თუმცა, ამგვარი სახელმწიფოს სახელით ტერორის მცდელობას ივანიშვილის მხრიდან ხალხის გაჩუმების მიზნით, ექნება უკუეფექტი და ნაცვლად დიქტატურის კონსოლიდაციისა, ივანიშვილი მიიღებს კონსოლიდირებულ ქართველ ხალხს, რომელიც მიუხედავად წარსულის, პროფესიის, ასაკის თუ პოლიტიკური შეხედულებისა, გავერთიანდებით და ამ ერთიანობით დავამარცხებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
მადიარი ზელენსკის ულტიმატუმის ენით ესაუბრება და რუსული ნავთობის მიწოდების განახლებას ითხოვს
ბუქარესტში, ერთ-ერთ ელექტროსადგურში აფეთქება და მასშტაბური ხანძარი მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics