10:00 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 19:22:10, 389 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ჩვენ გავამკაცრებთ კანონმდებლობას როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საჭიროა ისეთი მოცემულობის შექმნა, სადაც საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თავად ქართველებს შეეძლებათ. მისი თქმით, ამაში გაერთიანდება ეროვნული და ევროპული ღირებულებები, რაც ქვეყანას ეკონომიკის ზრდისა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს.

„ჩვენ გავამკაცრებთ კანონმდებლობას როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით პოლიტიკოსებზე, საჯარო მოხელეებზე, პოლიციელებზე და სხვა პირთა თავდასხმების წინააღმდეგ. ასევე, შევძლებთ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, რათა ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტი,“ - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ უნდა ჰქონდეს ადგილი მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს, სადაც არასრულწლოვნები ან ახალგაზრდები გამოყენებული იქნებიან, განსაკუთრებით მათ ემოციებზე მანიპულირებით.

„ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, რომ ენჯეო-ების ანტიქართული მოქმედებები პრევენციულად აღკვეთოს, ხოლო მოქალაქეები დაიცვას ცრუ და ქვეყნის გარედან თავსმოხვეული ანტიქართული პროპაგანდისგან,“ - დასძინა მდინარაძემ.

მდინარაძე, მედიაზე კანონმდებლობის ცვლილების ინიციატივას აფასებს, რომელიც მედიასაშუალებების დაფინანსების უცხოური წყაროებიდან მიღებას შეზღუდავს.

„დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული ,,ფარას'' დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას. პარალელურად მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები შევა. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენის გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან", - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
მადიარი ზელენსკის ულტიმატუმის ენით ესაუბრება და რუსული ნავთობის მიწოდების განახლებას ითხოვს
ბუქარესტში, ერთ-ერთ ელექტროსადგურში აფეთქება და მასშტაბური ხანძარი მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics