11:51 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 15:44:00, 402 ნახვა

პოლიტიკა
,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” - ივანიშვილის რეჟიმი დიქტატურის დამყარების საბოლოო ეტაპზე გადავიდა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” განცხადება - “რეჟიმმა 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” გამართული მშვიდობიანი პროტესტისთვის სისხლის სამართლის წესით 8 პირი დააკავა, მათ შორის, თბილისის ყოფილი მერი და ჩვენი პარტიის წევრი გიგი უგულავაც, რომლის მიმართ ივანიშვილის ვენდეტა არ სრულდება - ის უკვე მეოთხედ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნე.

ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი დიქტატურის დამყარების საბოლოო ეტაპზე გადავიდა. დიქტატორული კანონმდებლობის მიღებით, თავისუფალი მოქალაქეების დაპატიმრებითა და დაკავებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს მიტაცებული ხელისუფლების ფუნდამენტის გამაგრებას, რაც პროტესტის შიშითაა გამოწვეული.

რეჟიმმა 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” გამართული მშვიდობიანი პროტესტისთვის სისხლის სამართლის წესით 8 პირი დააკავა, მათ შორის, თბილისის ყოფილი მერი და ჩვენი პარტიის წევრი გიგი უგულავაც, რომლის მიმართ ივანიშვილის ვენდეტა არ სრულდება - ის უკვე მეოთხედ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნე.

თავდადებით, მუდმივი პროტესტით, თავისუფლებისთვის ბრძოლით ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას და ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლებას!

თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

თავისუფლება საქართველოს!” - წერია განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
ვაშაძე კალაძეს - შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა
სუს-ი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას
პოლიციამ, მარნეულში ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics