2025-02-04 20:08:53, 427 ნახვა
პოლიტიკა
კობა ხაბაზი - წარმოვიდგინე მე რომ გზის გადაკეტვისთვის მასამართლებენ, ის მოძალადეები, ლამის სასიკვდილოდ რომ მცემეს, რა დღეში ეყოლებათ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი კობა ხაბაზი სასამართლოში დაიბარეს. ინფორმაციას თავად ხაბაზი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, სასამართლო პროცესი ხვალ, 14:00 საათზეა ჩაინიშნა. სასამართლო, კობა ხაბაზს უნივერსიტეტთან, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
„ჩამაბარეს უწყება, ხვალ, 5 თებერვალს 14.00 საათზე სასამართლოში ვარ დაბარებული.
უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვაში მდებენ ბრალს. ისე სხვათაშორის, წარმოვიდგინე მე რომ გზის გადაკეტვისთვის მასამართლებენ, ის მოძალადეები, ლამის სასიკვდილოდ რომ მცემეს, რა დღეში ეყოლებათ, ალბათ საკნებში ყავთ გამომწყვდეული მეთქი“, - წერს პოლიტიკოსი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,