|
2016-03-07 16:39:57, 411 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანელ კოლეგას ელმარ მამედიაროვს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციათა გაფართოებულ ფორმატში. საგარეო უწყების ინფორამციით, მინისტრებმა განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. „შეხვედრისას კმაყოფილებით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების აქტიური დინამიკა, რომელიც მოიცავს როგორც მაღალი დონის ვიზიტებს, ასევე დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო კონტაქტებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთობლივ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე. ამ კონტექსტში, მინისტრებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელების განსაკუთრებული მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ორი ქვეყანა განაგრძობს კოორდინირებულ მოქმედებას სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის. მიხეილ ჯანელიძემ და ელმარ მამედიაროვმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ მართალია, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობები აქტიურად ვითარდება, მაგრამ ამასთან არსებობს კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი. განიხილეს საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენისათვის ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და ქვეყნების ტურისტული პოტენციალის დემონსტრირებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. მხარეები მიესალმნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია "სოკარს" შორის მიღწეულ შეთანხმებას საქართველოსთვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მოწოდებასთან დაკავშირებით. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)