11:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 15:48:23, 362 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: პირველ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა ქვეყნის გადამრჩენი ლაშქარი, ახლა მეორე ეტაპისთვის ვემზადებით

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი  ერთის მხრივ,  ოქტომბერში არჩევნებით  კოალიციური ცხოვრების ეტაპს ასრულებს, ხოლო  მეორე მხრივ, მეორე ეტაპზე გადასასვლელად ემზადება.

როგორც უსუფაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, კოალიციაური შეთანხმება ძალიან ბევრ ისეთ საკითხზე, რომლის აუცილებლობა 4 წლის წინ შეიძლება არ იყო, დღეს დგას და  მრავალპარტიული დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაც სწორედ ესაა.

 „როდესაც ჩვენ თან ვართ სახელისუფლებო პასუხისმგებლობით დატვირთული, გვაკისრია სახელმწიფო პასუხისმგებლობა ჩვენ ჩვენს თანამდებობებზე, ამიტომ არანაირმა განსჯამ მომავლის თაობაზე ხელი არ შეუშალოს მიმდინარე საკითხების საქმიან განხილვას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და ეს ასეც იქნება!  ჩვენ ერთის მხრივ ვასრულებთ ერთად ყოფნის ერთ ეტაპს, კოალიციური ცხოვრების ეტაპს, რომელიც სრულდება ოქტომბერში არჩევნებით, მეორე მხრივ კი ვემზადებით მეორე ეტაპზე გადასასვლელად. ეს ორი ეტაპი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან - პირველ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა ქვეყნის გადამრჩენი ლაშქარი, მიხეილ სააკაშვილისგან და მისი რეჟიმისგან გასათავისუფლებლად, ჩვენ ახლა ოქტომბერში არჩევნებზე მივდივართ ქვეყნისთვის არა რომელიმე ბოროტებისგან გასათავისუფლებლად, არამედ ქვეყნის წინ წასაყვანად. ამიტომ კოალიციაური შეთანხმება ძალიან ბევრ ისეთ საკითხზე რომლის აუცილებლობა 4 წლის წინ შეიძლება არ იყო, დღეს დგას და კიდევ ვიმეორებ ეს არის მრავალპარტიული დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობა, როდესაც კოალიციური შეთანხმება ითვალისწინებს ძალიან კონკრეტულ პუნქტებს: განათლებაში კონკრეტულად რას ვგეგმავთ 4 წლის განმავლობაში, ქართული კულტურის განვითარებაში და პოპულარიზაციაში რას ვგეგმავთ ერთად, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებში რა გეგმები გვაქვს 4 წლის განმავლობაში და არა ზოგადი ამოცანები, რომ ქვეყანა გვინდა ინტეგრირებული.

როგორ წარმოგვიდგენია ასოცირების ხელშეკრულების კონკრეტული გამოყენება ისე რომ თვითეულმა მოქალაქემ იგრძნოს მისი ხიბლი და სარგებლიანობა. ამ ყველაფერზე აუცილებელია შეთანხმება, მუშაობა. მე მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სწორედ ასე უყურებს საკითხს და ჩვენ უახლოეს ხანებში ამ ტემაზე გვექნება კონსულტაციები. არავის არ აქვს განსაკუთრებული სიხარულის, ან უბედურების საფუძველი კოალიციაში შემავალ პირებს თუ პარტიებს და კოალიციის გარეთ მყოფ პირებს. მე ყველას მივმართავ რომ მზად იყვნენ მსგავსი პროცესისთვის სრულიად მშვიდად და წყნარად. პარლამენტში მარტში ჩვენ გვექნება კიდევ 2 პლენარული სხდომების კვირა.

გარკვეული კანონპროექტები, რომლებიც პარლამენტში მუშავდებოდა თავის ახალ ეტაპზე გადადის ჩვენ პირველი მოსმენით განვიხილეთ ძალიან საყურადღებო კანონპროექტი სკოლამდელი აღზრდის და განათლების თაობაზე ახალი კანონპროექტი, რომელიც ქალბატონმა ეკა ბესელიამ და რამდენიმე დეპუტატმა მოამზადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო ნაბიჯი იქნება წინ გადადგმული ამ მიმართულებით. ჩვენ ასევე გვექნება მსჯელობა სხვადასხვა სამთავრობო ინიციატივებზე, მსჯელობა გვექნება ასევე იმ არასწორად „გაპიარებულ“ საკითხზე იმის თაობაზე რომ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ვინმეს ვინც ფლობს კანონიერად მიწას, იმიტომ რომ ამაზე სპეკულაციები გრძელდება თითქოს კოალიცია რაიმე პრობლემების შექმნას აპირებს მესაკუთრეებისთვის, პირიქით ჩვენ ვმუშაობთ კანონპროექტზე რომლითაც გვინდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც მიწა აქვთ კანონიერ მფლობელობაში მაგრამ არ აქვს დოკუმენტები გაფორმებული.

ასევე დასრულებულად უნდა გამოვაცხადოთ სპეკულაციები ტემაზე იმის შესახებ საქართველოს სტრატეგიულად ესმის თუ არ ესმის ენერგეტიკული საკითხები. რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის სტრატეგიულად და პოლიტიკურად ეს საკითხები და მინდა ძალიან კმაყოფილება გამოვთქვა მთავრობის, პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის მიმართ, რომლებმაც დაასრულეს პროცესი ქვეყნის გაზმომარაგების საკითხზე ისე როგორც ყველაზე უკეთესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პროცესში უნდა გავიზიაროთ რომ არ ვართ მარტო, ასეთ საკითხებში ძალიან ბევრი ინტერესია ჩართული. ჩვენ მთავარია მივიღოთ საბოლოო შედეგი რაც ქვეყანს ჭირდება დღეს და სამომავლოდ და მე ვხედავ რომ ეს შედეგი მივიღეთ რაც ძალიან კარგია. ჩვენ, პარლამენტი მზად ვართ მთავრობის სხვა ინიციატივებისთვის იქნება ეს საგადასახადო საკითხებში ცვლილებები, თუ სხვა თემები მიმართული იქითკენ რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდეს, მიეცეს მეტი სტიმული კერძო ბიზნესს, დასაქმებას. ამას რა თქმა უნდა მოყვება გარკვეული დისკომფორტი საჯარო დაწესებულებებში და ადმინისტრაციაში მაგრამ ჩვენ ვართ მკაფიო არჩევანის წინაშე - ან უნდა გადავდგათ ჩვენთვის, ხელისუფლებისათვის ცოტა მტკივნეული ნაბიჯები იმისთვის რომ მოსახლეობას ქონდეს შვება, ან ერთად გავაგრძელოთ ტკივილებით ცხოვრება. ამიტომ მთავრობას პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან აქვს და ექნება მხარდაჭერა ისეთი ნაბიჯების გადადგმისას, რომელიც შესაძლოა, ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯებში მომჭირნეობას და ასევე სახსრების მიმართვას მეტი სამუშაო ადგილებისკენ და უფრო წარმატებული ბიზნესისკენ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics