2025-02-03 12:59:12, 336 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბაჩიაშვილი - ძალადობრივი სისტემა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს
დაკავებების და ძალადობების სერია, რომელსაც გუშინ თბილისი მოლთან ჰქონდა ადგილი, ივანიშვილის მითითებების გარეშე ვერ მოხდებოდა - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს მისი სასამართლო პროცესის შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, ძალადობრივი სისტემა მხოლოდ და მხოლოდ ოლიგარქის სამსახურშია.
ძალადობრივი სისტემა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და მის პირად კეთილდღეობას, თუმცა ვერ იაზრებენ, რომ ხშირ შემთხვევაში, დათვურ სამსახურს უწევენ ივანიშვილსაც და ქვეყანა რომ არ აინტერესებთ, მაგაზე საუბარი აღარ არის, - ამბობს ბაჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილის მოლთან გამართულ აქციაზე პოლიციამ მოულოდნელად დაკავებები დაიწყო. დაკავებულებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები და აქტივისტები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,