2025-02-03 01:25:45, 636 ნახვა
პოლიტიკა
კალასი - საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს
დღეს, თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა პლატფორმა X-ზე დაწერა.
"მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა, რომელიც დღეს თბილისში მოხდა, მიუღებელია.
საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.
ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მათ ბრძოლაში." - განაცხადა კალასმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,