11:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 15:25:08, 355 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: მივესალმები, რომ სასამართლოს რაიმე ერთი ცენტრიდან მართვის ნიშნები ისპობა

„სრულიად აშკარაა, რომ  სასამართლოს რაიმე ერთი ცენტრიდან მართვის ნიშნები ისპობა”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

თუმცა, მეორეს მხრივ, უსუფაშვილი ამბობს, რომ  სასამართლო სისტემის შიგნით და შორიახლო წრეებში განვითრებულ პროცესებს არ მიესალმება, რადგან დაპირისპირებები და საჯარო გარკვევა–გარჩევები ამა თუ იმ მოსამართლეებს, თუ ჯგუფებს შორის, სასამართლო სისტემის ავტორიტეტს აზიენებს.

„სასამართლოში განვითრებული მოვლენების ერთ ნაწილს მივესალმები, მეორეს ვერ მივესალმები. მივესალმები იმას, რომ სრულიად აშკარაა, სასამართლოს ერთი სისტემის რაიმე ერთი ცენტრიდან მართვის ნიშნები ისპობა, ანუ სასამართლო არ და ვეღარ იმართება სადმე ერთი ცენტრიდან. ეს არის ძალიან კარგი, მიუხედავად იმისა, რა კონკრეტული შედეგი შეიძლება დადგეს ხოლმე ამა თუ იმ საქმეზე. მეორეს მხრივ მე ვერ მივესალმები სასამართლო სისტემის შიგნით და შორიახლო წრეებში განვითრებულ პროცესებს, რომელიც თვითდაზიანებას ხშირად იყენებს სისტემა, და სისტემის დაზიანებაც ხშირად გამოგვდის ხოლმე სისტემის თაობაზე აზრების გამომთქმელებს, რადგან ამ დონის დაპირისპირებები და საჯარო გარკვევა–გარჩევები ამა თუ იმ მოსამართლეებს თუ ჯგუფებს შორის, ეს არანაირად არ ზრდის სასამართლო სისტემის ავტორიტეტს, არა და სასამართლოს ავტორიტეტი თუ მოშლილია, მაშინ ჩათვალეთ, რომ ყველა ჩვენი მცდელობა, ბევრჯერ ვახსენეთ აქ სიტყვები სახელწმიფო და სახლემწიფო საქმეები, ქვეყნის აღმშენებლობა და ა.შ.  ეს იქნება ფუჭი მცდელობა. ამ ტიპის საჯარო ურთიერთბრალდებები, ეს არის თვითდაზიანების მაგალითი.

ის, რაც ასატანია და ნორმალურია პარლამენტის შიგნით, მაგალითად პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში, სრულიად მიუღებელია და დაუშვებელია მოსამართლეებს შორის, კიდევ უფრო დაუშვებელია მაგალითდ პოლიციის თანაშრომლებს შორის, საერთოდ წარმოუდგენელია და დაუშვებელია კიდევ უწყებებს შიგნით, არის გარკვეული გრადაცია და იერარქია, სად შეიძლება საჯაროდ, ინდვიდუალური თუ ჯგუფური ინტერესების შეჯახების ასპარესზი დავინახოთ, და სად ეს არის დაუშვებელი, წარმოუდგენელი, – სასამართლო არის ერთ–ერთი ის ადგილი, სადაც ეს უნდა იყოს დაუშვებელი. რა არის ამისი წამალი, დავუბრუნდეთ რამე ერთი ხელით მართულ სისტემას?! სადაც ვინმე ყოჩაღი მინისტრი, თუ ვინმე სხვა პროკურორი, აქ ყველას თავის ადგილზე დააყენებს  და დაალაგებს?! არ იქნება ეს სწორი, ეს იქნება ნაბიჯი უკან ავტორიტარული წესრიგისკენ.

ჩვენ გვინდა ნაბიჯი წინ, დემოკრატიული წესრიგისკენ და ჩვენ გვინდა მეტად გაიაზროს ყველამ, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ მიცემული თავისუფლებები, რომ იუსტიციის საბჭოს აკომპლექტებენ მხოლოდ მოსამართლეები და სხვა ვერავინ ამაში ვეღარ ერევა, რომ ისუტიციის საბჭოს აქვს ის კომპეტენცია, რაც აქვს და ა.შ. რომ მოსამართლეებს აქვთ უფლება, საშუალება თავიანთი ინდივიდუალური პოზიციებიდან განსაჯონ საქმეები, ამ ყველაფერს, კარგი და სწორი გააზრება სჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, ეს პროცესები ჯამში დასრულდება ძალიან კარგი შედეგით, იმ შედეგით, როდესაც ყველა დაინახავს, რომ ეს თავისუფლება ცოტა რთული სატარებელია, მაგრამ ყველა მოვახერხებთ ჩვენ ჩვენი თავისუფლების ზიდვას, რომ ვინმე არ გვითითებდეს რაღაცეებს. თუმცა, ამ გარდამავალ ეტაპზე, ამხელა დაზიანებების მიღება, არასწორია, ახლა უფრო კონკრეტულად მე დეტალებში ვერ ჩავალ, რა უფრო პირველი იყო, ვინმემ განცხადებები გააკეტა თუ ჯერ იქ პრობლემები იყო... რაც ხდება ეს არის სხვა ფორმატში და სხვა ჩარჩოებში გადასატანი, მაგრამ, არა რკინის ხელით გარედან, არამედ კეთილგონიერებით შიგნიდან”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics