11:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 14:51:44, 373 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: გამოვრიცხავ, წულუკიანი იყოს ჩართული რაიმე პროცესში, რომელსაც შეიძლება კვალიფიკაცია - შანტაჟი მიეცეს

„გამოვრიცხავ, რომ თეა წულუკიანი, როგორც მინისტრი და როგორც პიროვნება, შეიძლება იყოს ჩართული, თანამონაწილე რაიმე პროცესის, რომელსაც შეიძლება მიეცეს კვალიფიკაცია- „შანტაჟი“,“დაშანტაჟება“ „-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, რომ იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.

კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ირწმუნება, რომ მოპოვებულია ფარული ჩანაწერები და წულუკიანი სცდილობს, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით დაშანტაჟებას.

„მე გამოვრიცხავ, რომ თეა წულუკიანი, როგორც მინისტრი და როგორც პიროვნება, შეიძლება იყოს ჩართული, თანამონაწილე რაიმე პროცესის, რომელსაც შეიძლება მიეცეს კვალიფიკაცია- „შანტაჟი“,“დაშანტაჟება“ და ა.შ. ამას გამოვრიცხავ“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარმომადგენლის შესარჩევ პროცესთან  დაკავშირებით:

„ამას ძალიან ბევრი აჟიოტაჟი მოყვა, რომელიც სიმართლე გითხრათ, ხანდახან საგონებელში მაგდებს, რომ ნუთუ შეუძლებელია, რომ როგორმე ხანდახან მაინც შევჯერდეთ იმაზე, რომ რაღაც საკითხის წესები,  იყოს ნათელი და შემდეგ  ამ წესების შედეგებს დავემორჩილოთ ყველა, ვინც კმაყოფილი დავრჩით, თუ უკმაყოფილო.მე რაც ვნახე |შეფასებები, პირადად შესაძლოა, სრულიად განსხვავებული შეფასებები დამეწერა, მაგრამ როგორ შეიძლება ყველაფერი ისე იყოს, როგორც პირადად მე მინდა?! ამიტომ, ან არ უნდა შევიდეთ თავიდანვე ამ პროცესში, თუ არ გვჯერა იმისა, რომ აქ იქნება რაღაცა ობიექტური აზრი, ან თუ შევედით, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან ხშირად არ მოგვწონს არ ვეთანხმებით და.შ. ეს სახიფათო ტენდენციებს ვამკვიდრებთ ჩვენდა უნებურად, როცა ნელ-ნელა, მაგრამ პრაქტიკულად, საყოველთაო უნდობლობას ვუცადებთ ყველას და ყველაფერს- მედია მიკერძოებულია, პოლიტიკოსი ვიწროპარტიული იმიდან აზროვნებს, სასამართლო ვიღაცის ხელშია, პროკურატურა კიდე იქეთაა, ის ამიდან  გამომდინარე ამას აკეთებს, ის კიდე იმას შვება, სად მივდივართ?! მე მგონია, ვართ ძალიან საყურადღებო ეპოქაში, ავტორიტარული წესრიგიდან დემოკრატიულ წესრიგში გადასვლა ვერ ხდება ერთ დღე ღამეში. ჩვენ თავი დავაღწიეთ ავტორიტარულ წესრიგს, სადაც მსგავსი საკითხები არც კი ისმებოდა; ყველა  ყველაფერს წყვეტდა, ყველა ყველაფერზე თანახმა იყო, ვის სად გაუშვებდნენ, ვის საიდან მოხსნიდნენ, ვის რას დაუწერდნენ. ანუ, სახელისულფებო სისტემაში ყველა იყო მონოლითში და სიამოვნებით და კმაყოფილებით ხვდებოდნენ ყოველგვარ რეპრესიებს მათ წინააღმდეგაც კი.იმ სისტემიდან მივდივართ, ჩვენ გადავდივართ დემოკრატიული წესრიგის სიტემაში, სადაც ადამიანები საკუთარ აზრებს გამოთქვამენ, და დისკუსიაში ებმებიან, მაგრამ აქედან იქამდე შუა პერიოდში მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვართ მართვადი ქაოსის, თუ ქაოტური მართვის ეპოქაში, როდესაც რაღაცები გვიჭირს გავარკვიოთ. მაგალითად, შეიძლება მე ვიყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსი და არ მქოდნეს განცდა, რომ ვარ პარლამენტის თავმჯდომარე.ანუ, უმაღლესი  საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და მევალება ამ საკანონმდებლო ორგანოს ნორმალური ფუნქციონირება. შეიძლება ეს დავივიწყო და ვიყო როგორც პოლიტიკოსი, ან ჩემი პარტიის წარმომადგენელი მხოლოდ  და მეტი არაფერი მაინტერესებს? არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხვალ  პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვება, ჩაერთოს, მაგრამ ისე, რომ ინსტიტუციური თემატიკა არ დავაზიანოთ. მოკლედ, მგონია, რომ ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება ამ თემებზე შეთანხმება. ჩვენ მოქმედი კანონების და წესების  ფარგლებში უნდა  მივიღოთ და  ვაღიაროთ ის გადაწყვეტილებები, რასაც უფლებამოსილი ადამიანები იღებენ. იმის იქით პწკენები და ჭორაობები არანაირად საქმეს არ არგებს“,-განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics