|
2016-03-07 14:08:41, 516 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე 2 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება
90%-მა კი ვირუსი უკვე დაამარცხა, რაც იმედია მომცემია. სასიხარულოა, რომ არის ახალი, ინოვაციური პრეპარატი, რომელიც დაავადებასთან ბრძოლაში საკმაოდ ეფექტიანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე კომენტირებისას განაცხადა. კვირიკაშვილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს შეხვდა. პრემიერმა აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. "აშშ-ს დახმარების გარეშე საქართველოში შეუძლებელი იქნებოდა ამ პრობლემების გადაჭრა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 7 ათასამდე ბენეფიციარი ჩაერთო, მკურნალობის კურსი 3 500-მა პაციენტმა დაასრულა. 90%-მა კი ვირუსი უკვე დაამარცხა, რაც იმედია მომცემია. სასიხარულოა, რომ არის ახალი, ინოვაციური პრეპარატი, რომელიც დაავადებასთან ბრძოლაში საკმაოდ ეფექტიანია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ პროექტზე 2 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება ამ პროგრამის განსახორციელებლად. ახალი პრეპარატების შემოტანის ფონზე განკურნებული პაციენტების მაჩვენებელი აიწევს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ეს პროგრამა მიმდინარეობს. "სასიხარულოა, რომ ეს პროგრამა მიმდინარეობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები, რომლებიც არიან ამ პროგრამაში ჩართულები, მომავალ პაციენტებს გამოცდილებას უზიარებენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა წლის განმავლობაში პროგრამაში 20 ათასამდე ბენეფიციარი ჩაერთვება.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)