11:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 14:08:45, 366 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: არ არის მართალი, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ განსაკუთრებული წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე

 “ჩვენ  ვთვლით, რომ ვართ პირველი პარტია, მე მომწონს და მიყვარს ჩემი პარტია  და ე.ი. მე პირველ ადგილზე ვაყენებ მას, მაგრამ კოალიციურ ერთობაში პირველი იქნება,  მეორე, თუ ერთნახევარი, ამაზე იქნება მსჯელობა“,-ასე უპასუხა  „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტის კითხვას-ნიშნავს თუ არა მეორე პარტიად ყოფნა მეტ ადგილს საარჩევნო სიაში.

უსუფაშვილის თქმით, არ არის მართალი, რომ  „რესპუბლიკურ პარტიას“  განსაკუთრებული წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე, მაგრამ  არც ის არის მართალი, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ არ აქვს წარმოდგენები საკუთარ თავზე:

„მე დანომვრას არ დავიწყებდი, პირველი, მეორე, მესამე, მეშვიდე და ა.შ. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, როდესაც კოალიცია იკრიბება, იქ ყველა პარტნიორს თავისი როლი და დანიშნულება აქვს და  ცნობილი ფორმულა რომ არის- მილიონს ერთი აკლიაო, მილიონი არ არის. თუ ერთი მანეთი დაემატება, შემდეგ  მილიონი ხდება. ანუ, აქ ერთიანობაზე უნდა ვისუაბროთ და ყველას თავისი ძალიან ღირსეული ადგილი და ფუნქცია აკისრია.დღევანდელი მდგომარეობით, ეს ასე გამოვიდა, ეს ასეა. ხვალინდელი მდგომარეობა როგორ იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს. ჩვენ, „რესბულიკური პარტია“,  ამ თვალსაზრისით,  ვთვლით, რომ ვართ პირველი პარტია, მე მომწონს ჩემი პარტია და მიყვარს ჩემი პარტია და ე.ი. მე პირველ ადგილზე ვაყენებ მას, მაგრამ კოალიციურ ერთობაში პირველი იქნება,  მეორე, თუ ერთნახევარი, ამაზე იქნება მსჯელობა და არ არის მართალი ის, რომ  „რესპუბლიკურ პარტიას“ რაღაცა განსაკუთრებული წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე, მაგრამ  არც ის არის მართალი, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ არ აქვს წარმოდგენები საკუთარ თავზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში, პარტია იმ ტიპის ორგანიზმია და წარმონაქმნია, რომლის შეფასება ხდება ერთი მხრივ, პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან, მეორე მხრივ, საზოგადოების მხრიდან. ასე რომ დანომვრას არ დავიწყებდი. რეალობა ყველასთვის  ცხადია და ეს ჩემი სალაპარაკო არ არის“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics