12:23 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 13:31:09, 475 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართა.

სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა თბილისსა და ბაქოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.

მხარეებმა  განიხილეს  ორი ქვეყნის ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის არსებულ მზარდ პოტენციალზე. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო ასპარეზზე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები ორი ქვეყნის პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ წარმოჩენის მიზნით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით.

განსაკუთრებით აღინიშნა ბაქო-სუფსის პროექტის ინაუგურაციის 20 წლისთავი, რომელიც წელს აღინიშნება. მხარეებმა კიდევ ერთხელ დადასტურეს ამ პროექტის მნიშვნელობა, რომელმაც საფუძველი დაუდო ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას და მათ ჩართულობას გლობალურ პროექტებში.

მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეა მინისტრთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics