11:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 13:15:26, 367 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ტელეკომპანია „მაესტროს“ დაებედა, რომ სულ რაღაც „შარშია“

ტელეკომპანია „მაესტროს“ დაებედა, რომ სულ რაღაც „შარშია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

უსუფაშვილის განცხადებით, იშვიათია მედია კომპანია, რომელიც მსგავს დავებში არ ყოფილიყოს ჩართული. იგი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი ცივილიზებულად და უმტკივნეულოდ უნდა მოგვარდეს.

„ტელეკომპანია „მაესტრო“, პირადად ჩემი და ძალიან ბევრი პოლიტიკოსის პოლიტიკური აქტიურობა ძალიან ორგანულ კავშირშია ერთმანეთთან, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანია ეს ტელეკომპანია იყო და რჩება ერთ-ერთი ფლაგმანი მედიასაშუალება ქვეყანაში.

ამასთანავე, ვიხმარ ამ ჟარგონს, მაგრამ ტელეკომპანიას ისიც დაებედა, რომ სულ რაღაც „შარშია“. სულ მოუგვარებელი საკითხები იყო მის გარშემო და ეს ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა დაინტერესებულები ვართ, რომ მედიასაშუალებებს, ყველას ჰქონდეს ძალიან მყარი საფუძველი, როგორც სამართლებრივი, ისე ფინანსური, პარტნიორული, ჟურნალისტური ხარისხი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს ვერ ხერხდება ხშირად.

იშვიათია მედია კომპანია, რომელიც რაიმე ტიპის მსგავს დავებში არ ყოფილიყო ჩაძირული რაღაც ეტაპის განმავლობაში. ეს ხან მესაკუთრეებს უკავშირდებოდა, ხან შიდა სხვა ურთიერთობებს და მე ვისურვებდი, რომ ეს მალე დასრულდეს. ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა მოგვარდეს ცივილიზებული გზით და წესით. ყველა ბიზნესში, სადაც საქმე გვაქვს მეწილეებთან, ინვესტიციებთან, წილების გაყიდვასთან და ასე შემდეგ, მოსალოდნელია ხოლმე გარკვეული გაუგებრობები და ეს გაუგებრობები არ არის მედიასპეციფიური. გაუგებრობები უნდა მოგვარდეს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და რაც შეიძლება სწრაფად დადგენილი წესებით“, - განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უსუფაშვილი სახელმწიფო თანამდებობის პირებს მიმართავს, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლლება შემჭიდროებულ ვადებში მიიღონ და მხოლოდ და მხოლოდ კანონით იხელმძღვანელონ.

„ნებისმიერი სხვა ჩარევა ჩემი მხირდან ან ხელისუფლების მხრიდან რაიმე საკითხში, რომ ეს მხარი უფრო მართალია, ეს მხარე ნაკლებად მართალია, ეს არის კონტრპროდუქტიული, განსაკუთრებით, როდესაც მედია საშუალებას ეხება საქმე. ამიტომ, მე მინდა ვისურვო, მინდა ვთხოვო, მივმართო ყველა იმ სახელმწიფო თანამდებობის პირს, ეს იქნება მოსამართლე, საჯარო რეესტრის თანამშრომელი თუ სხვა, რომლებსაც ამა თუ იმ ფორმით შეხება აქვს ამ საქმესთან, რომ თავიანთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში, რომ გადაწყვეტილებები იყოს კარგად დასაბუთებული, ჩამოყალიბებული და ახსნილი და რომ დაემორჩილონ მხოლოდ კანონს და სხვა არაფერს.

მედია საშუალებას ზოგადად აქვს ძალა იმისა, რომ ესა თუ ის საკითხი, აქცენტი გააკეთოს აქეთ, ან იქეთ, ერთმა მედიამ აქეთ, მეორემ იქეთ და ასე შემდეგ. არ უნდა დაექვემდებარონ არანაირ ასეთ განწყობებს საზოგადოებაში. მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ მითუმეტეს იმიტომაც, რომ არა მხოლოდ ტელეკომპანია „მაესტროა“ ჩემთვის ძალიან ახლო მოვლენა, არამედ ის ადამიანები ვინც ახლა კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. მე ამ ადამიანებთან ძალიან შეკრულ მეგგობრულ გუნდთან მქონდა ურთიერთობა რამოდენიმე წლის წინ. შემდეგ ურთიერთობები ესეთი აქტიური აღარ მქონია, მაგრამ მახსოვს რომ ეს ხალხი ერთ მუშტად შეკრული იბრძოდა სხვადასხვა მედია საშუალებებში და ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა. სამწუხაროდ, ამ ტიპის დავებს ეწირება ხოლმე რაღაც ამ ტიპის ურთიერთობებიც. ვისურვებ, რომ სწრაფად და კვალიფიციურად მიიღონ ყველა გადაწყვეტილება ყველამ, ვისაც ეს ეხება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics