|
2016-03-07 13:04:06, 649 ნახვა
საზოგადოება
ოთარ ჯანელიძე: ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმატებით მუშაობა უმთავრესია
რა გაწუხებთ? იანვრის ბოლოდან ჯანდაცვის სამინისტროსა და საკონსულტაციო ჯგუფ გლობალური ალიანსის მონაწილეობით დაიწყო. მოსახლეობა სპეციალურ კითხვარებს პასუხობს იმის გასარკვევად, თუ როგორია მათი საჭიროებები და პრობლემები ჯანდაცვის სფეროში. ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრებში გამოკითხვა დასრულდა და 16 ათასზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. ამჟამად გრძელდება ინტერნეტ გამოკითხვა ვებ-გვერდზე www.1505.ge. გამოკითხვისას გამოიკვეთა, რომ პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა გახდეს სამინისტროს საქმიანობაში. პირველადი ჯანდაცვის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტირებას საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი“ უწევს. პირველადი ჯანდაცვა მოიცავს დაავადებათა პროფილაქტიკას, ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და მისი გაუმჯობესებისთვის გამიზნულ ღონისძიებებს; მოსახლეობის განათლებას დაავადების პროფილაქტიკისა და ზოგადად, ჯანმრთელობის შენარჩუნების სფეროში. პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარებასა და უცხოელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გვესაუბრა ენდოქირურგიის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ოთარ ჯანელიძე: „რასაკვირველია, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია პირველადი ჯანდაცვის განვითარება. მთავარია, კარგად აამუშაონ ეს რგოლი. აზრი არ ექნება ამ რეფორმის განხორციელებას, თუ იგი პრაქტიკულად არ „დაიქოქა“ და ამუშავდა“. ჯანელიძე ასევე გამოეხმაურა „გლობალური ალიანსის“ ჩართულობას რეფორმის განხორციელებაში: „საკითხი მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენთვის საჭირო. ქართველი ექსპერტი იქნება ის, თუ უცხოელი და რომელი უკეთ შეასრულებს ამ ამოცანებს, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, პოლიკლინიკების მუშაობის გამოცდილება უცხოეთში არ აქვთ, პოლიკლინიკები არსებობდა მხოლოდ საბჭოთა კავშირში“.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)