|
2016-03-07 12:41:14, 705 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური EBRD-ის რეგიონულ დირექტორს ბრუნო ბალვანერას შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განმკარგულებელ დირექტორს, ფრანსის მალეჟესა და კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორს, ბრუნო ბალვანერას შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე EBRD-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია არა მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის, არამედ ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. EBRD-ის მხარდაჭერით, ქვეყანაში ფინანსდება მნიშვნელოვანი პროექტები ენერგეტიკასა და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში. ბანკი ასევე აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან - მნიშვნელოვანია მისი როლი საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხითაც. აღსანიშნავია ბანკის თანამშრომლობა ინვესტორთა საბჭოში, რომელიც კიდევ ერთი პლატფორმაა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ განიხილება ისეთი პროგრამების დაფინანსება როგორებიცაა: დედაქალაქის ავტობუსების პარკის განახლება და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობა. ბანკის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობა გაგრძელდება და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროში განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ქართულ მხარეს მხარდაჭერა გაუწიოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის შედეგად, 2014 წელს პრაქტიკულად გაორმაგდა EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები, რომელმაც 200 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხოლო მთლიანად თანამშრომლობის 23 წლის განმავლობაში, ბანკის ინვესტიციებმა ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)