04:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 09:53:08, 514 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტები თსუ-ს თვითმართველობის წინააღმდეგ დღეს აქციას გამართავენ

დღეს, 15:00 საათზე, თსუ-ს  1 კორპუსის   ეზოში  სტუდენტური თვითმმართელობის წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია გაიმართება.

სტუდენტების განცხადებით,  უკვე მრავალი წელია თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თანხების მიღების კუთხით უპირობო მონოპოლისტია:

" ისინი ერთპიროვნულად სარგებლობენ საუნივერსიტეტო ფინანსებით, რომელიც ყველა სტუდენტს თანაბრად ეკუთვნის. ამის დასტურია წლების განმავლობაში ყოველ ზამთარს ტრადიციად ქცეული ,,ტრენინგ-გასვლები" თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში, რომელზეც არაადეკვატური თანხები იხარჯება იმ პირობებში, როცა მხოლოდ თსუ-ს რამდენიმე ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ფინანსური დავალიანების გამო ვერ აგრძელებს განათლების მიღებას. თსუ-ის ხელმძღვანელობაც უარს ამბობს მანკიერი ტრადიციის შეცვლაზე.
2015 წლის ზამთარში ბაკურიანის პროექტისთვის, რომელიც საკუთარი თავის დატრენინგებას გულისხმობდა თვითმმართველობამ 19 000 ლარი, უკვე 2016 წლის თებერვალში კი 24 600 ლარს მიიღო. ეს ყველაფერი კი საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდ ნაწილის პროტესტის მიუხედავად მაინც განხორციელდა, რაც სრულიად საუნივერსიტეტო ინტერესების უგულებელყოფაა",-აცხადებენ სტუდენტები.
ისინი მოითხოვენ:  თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და რექტორატმა გაიზიაროს პასუხისმგებლობა ზემოხსენებული და მსგავსი პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდ ნაწილს არამიზნობრივად გახარჯულ თანხად მიაჩნია.

 დადგინდეს დასაფინანსებელი პროექტების ღირებულების ზედა ზღვარი, რათა სტუდენტურ თვითმმართველობას, როგორც ამ სფეროს მონოპოლისტს, ნაკლებად მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს დიდი ფინანსები გაუკონტროლებლად.

სტუდენტური თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად საუნივერსიტეტო წარმომადგენლობით ორგანოებში (საფაკულტეტო საბჭოები, სენატი) მუშაობა განისაზღვროს; გაუქმდეს მისი ბიუროკრატიული სტრუქტურა. სტუდენტური პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხაზე დაწესდეს მკაცრი კონტროლის მექანიზმები.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დროს ე.წ დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად არ იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics