|
2025-01-28 18:53:46, 758 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში კიდევ 5 ბავშვი დააბრუნეს
უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე კიდევ 5 ბავშვი დააბრუნეს. ბავშვები ლუგანსკის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონებიდან არიან, რომელთა შორის ყველაზე უმცროსი 1.5 წლისაა. ლუბინეცის თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულმა სამხედრო მოსამსახურემ ომბუდსმენის ოფისს სთხოვა დახმარება თავისი შვილის დაბრუნებაში, რომელიც ამჟამად დედასთან ერთად იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ივლისში უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან 12 ბავშვი ოჯახებთან ერთად დააბრუნა. ოჯახების თქმით, ოკუპანტები მათ აიძულებდნენ რუსული პასპორტების აღებას და ბავშვებს ავალდებულებდნენ რუსულ სკოლებში სიარულს, სადაც ომის შესახებ პროპაგანდას ეწეოდნენ. ასევე, ექიმები არ უზრუნველყოფდნენ განსაკუთრებულ ზრუნვას ბავშვების და მშობლებს მოუწოდებდნენ შვილები “რეაბილიტაციაზე” გაეგზავნათ, რაც ხშირად მათ დეპორტაციას გულისხმობდა. 2024 წლის აგვისტოში ორგანიზაცია Save Ukraine-მ განაცხადა, რომ ხერსონის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 23 ბავშვი დააბრუნეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან მათ 446 ბავშვის დაბრუნება მოახერხეს. უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის თებერვლის ბოლომდე უკრაინიდან რუსეთში 19,546 ბავშვი იქნა დეპორტირებული. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ 700,000 ბავშვი წაიყვანეს. 2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას, დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის საქმეზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)