01:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 12:43:43, 432 ნახვა

პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თვითგამოცხადებულ არალეგიტიმურ რეჟიმს აქვს ლეგიტიმაციის კრიზისი

 „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უარს ამბობენ ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე, რადგან პარტიის წევრების გადაწყვეტილებით პარლამენტის წევრის სტატუსით ისინი არ აპირებენ ამ დეკლარაციის შევსებას, რადგან არ წარმოადგენენ არალეგიტიმურ პარლამენტს.

“ანტიკორუფციულმა ბიურომ მოგვმართა „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“, რომ წარგვედგინა ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, როგორც ე.წ. პარლამენტს წევრებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ არანაირი მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით და არც მომავალში  არ ვაპირებთ ე.წ. პარლამენტში მუშაობას, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის ღალატობს კონსტიტუციურ პრინციპებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არასოდეს წინააღმდეგი არ ვყოფილვართ, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, მაგრამ ამას გავაკეთებთ ნებისმიერ სხვა ფორმატში, რადგან ჩვენ არ ვართ არანაირი ნიშნით ე.წ. პარლამენტის წევრები და არც მომავალში ვიქნებით.“ - განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა

ირაკლი ხვადაგიანის განცხადებით - „თვითგამოცხადებულ არალეგიტიმურ რეჟიმს აქვს ლეგიტიმაციის კრიზისი, ის ყველანაირად ცდილობს, რომ რაღაცნაირად შთაბეჭდილება შექმნას, რომ თითქოს ეს მოპარული და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინლად გაყალბებული და კარიკატურად ქცეული არჩევნები აქციოს ისე, რომ ეს იყო ქართველი ხალხის ნება და შესაბამისად, არავინ არ ვაპირებთ, რომ ლეგიტიმურად წარმოაჩინოს ეს დე ფაქტო ხელისუფლება. ჩვენ სექტემბერში ყველა კანდიდატს უკვე ჩაბარებული გვაქვს ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია და არავისთვის არაფერი დასამალი არ გვაქვს.“

გია ჯაფარიძის განცხადებით - „პირველ რიგში მინდა დავიწყო, რომ სოლიდარობა ყველა სინდისის პატიმარს, ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი - უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და ხელახალი არჩევნები. ჩემთვის უცხო ნომრიდან მივიღე ზარი, თავი წარადგინეს, როგორც ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა და მითხრეს, რომ დეკლარაცია მაქვს შესავსები, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს. მე მაქვს დაწერილი განცხადება მანდატის დატოვების შესახებ, არაერთხელ მითქვამს და საყოველთაოდ ცნობილია ჩემი პოზიცია, რომ არ ვცნობ ამ პარლამენტის უფლებამოსილებას, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები იყო მასობრივად და ტოტალურად გაყალბებული.“ 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics