19:25 - 28 Oct, 2026
|
2025-01-25 12:44:22, 579 ნახვა
პოლიტიკა
მიხაილ როთი - მთელი ყურადღება მიმართულია თავისუფლებისთვის მებრძოლი სლოვაკეთის, სერბეთისა და საქართველოს მამაცი ხალხისკენ
მთელი ყურადღება მიმართულია თავისუფლებისთვის მებრძოლი სლოვაკეთის, სერბეთისა და საქართველოს მამაცი ხალხისკენ, რუსულმა იმპერიალიზმმა არ უნდა გაიმარჯვოს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელ X-ში წერს. მისივე თქმით, ლიბერალური დემოკრატია სასწორზე დევს. „ახლა მთელი ყურადღება მიმართულია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი სლოვაკეთის, სერბეთისა და საქართველოს მამაცი ხალხისკენ. ავტოკრატიამ და რუსულმა იმპერიალიზმმა არ უნდა გაიმარჯვოს. სასწორზეა ლიბერალური დემოკრატია. ჩვენ ვერ შევძლებთ მის გადარჩენას გვერდით გახედვით, მისი მნიშვნელობის დაკნინებით და შეგუებით“, – წერს როთი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)