|
2025-01-24 16:11:09, 544 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი, ფული და ძალაუფლება
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ,რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, შერატონში მომხდარი წინასწარ იყო ორგანიზებული. „მიუხედავად ამ ყველაფრისა [ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავდასხმა], ჩემი დაშინების ან განეიტრალების ეს სასაცილო მცდელობა მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე საქართველოს თითოეულ მოქალაქე ვპირდები, რომ ამ ბრძოლაში ძალადობის და ბოროტების წინააღმდეგ ვიქნები წინა ხაზზე. ყველაფერს გავაკეთებთ და გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ იმის შემდგომ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა, როგორც რეპუტაცია, ისე ქართველი ხალხის და ის მცირე ნდობა, რომელიც დარჩენილი ჰქონდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან დაკარგოს ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ,რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)