03:16 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 08:38:11, 735 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ენერგორესურსები წარმოადგენს მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ენერგორესურსები, განსაკუთრებით კი ნავთობი, წარმოადგენს მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილს.

„რუსეთი ცდილობს, განაგრძოს აგრესია და ოკუპაცია. ენერგორესურსები, კერძოდ კი ნავთობი, წარმოადგენს მშვიდობისა და რეალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გასაღებს. ევროპამ მეტი უნდა იმუშაოს ენერგორესურსებზე აშშ-სა და სხვა გლობალურ პარტნიორებთან და არა რუსეთთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მნიშვნელოვანი შეხვედრები აშშ-ისა და ევროპელ პარტნიორებთან, რომლებიც მიმართულია რუსეთის აგრესიის შეჩერებისკენ.

„მთავარია, არ შევანელოთ ტემპი და ზეწოლა განვახორციელოთ რუსეთზე – იმ ერთადერთ სუბიექტზე, რომელსაც სურს ეს ომი და რომელიც პასუხისმგებელია ამ ომზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics