12:28 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 14:28:56, 1340 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკში სერიული მძარცველი მამუკა ბოკუჩავა დააკავეს

ამერიკელმა სამართალდაცველებმა ბინების ძარცვისთვის  ბრუკლინში მცხოვრები 31 წლის მამუკა ბოკუჩავა დააკავეს.

როგორც სააგენტო NewsDay.com იუწყება, მამუკა ბოკუჩავამ ვაშინგტონში და მასთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე 17 სახლი გაძარცვა.

ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კევინ სმიტის თქმით, სამოქმედო გეგმის თანახმად დაკავებული სახლებში უკანა კარიდან ან ფანჯრებიდან აღწევდა.

როგორც პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ბოკუჩავას სახლის ჩხრეკისას ათასობით დოლარის ღირებულების სამკაულები, დიზაინერული ჩანთები და სათვალეები აღმოაჩინეს. საერთო ჯამში მოპარული ნივთების ღირებულება 300 ათას დოლარს აღწევს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ამ ეტაპზე ნივთების იდენტიფიკაცია მიმდინაროებს.

ამსთან, კევინ სმიტმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ არ ცდილობდა ბოკუჩავა აღნიშნული ნივთების გაყიდვას.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, მამუკა ბოკუჩავამ სახლების ძარცვა 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. იგი დღეს ბრუკლინში დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ბოკუჩავა მანჰეტენზე ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა.

ბოკუჩავას ადვოკატის, ტარა ველანის თქმით, ის ოჯახში ერთადერთი მომუშავე პირია. მამუკა ბოკუჩავას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics