10:08 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 10:42:50, 544 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა საჩხერეში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორ დათო ნიკოლეიშვილთან ერთად, საჩხერე-ამბროლაურის სამსახურის ახალი შენობა გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მომსახურების სააგენტოს ახალმა სამსახურმა გახსნის დღესვე პირველი მომხმარებელი მიიღო, რომელსაც ავტომანქანის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი თავად შს მინისტრმა გადასცა. გიორგი მღებრიშვილმა მართვის მოწმობის სატესტო გამოცდა ერთ-ერთი მოქალაქისაგან პირადად ჩაიბარა და მომსახურების სააგენტოს  ახლადგახსნილ ოფისში მისულ ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.

„მომსახურების სააგენტოს საჩხერე-ამბროლაურის სამსახურის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილზე მდებარეობს. მისი გახსნის შემდეგ, რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სააგენტოს ყველა არსებული სერვისით ადგილზე ისარგებლონ. მომსახურების სააგენტოს ახალ ოფისში ადგილობრივი მცხოვრებლები სხვადასხვა სახის ცნობის მიღებას, მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას, ასევე, ავტომანქანებთან და იარაღთან დაკავშირებული პროცედურების გავლას  შეძლებენ.

შენობა უახლესი ტექნიკით და ინვენტარით არის აღჭურვილი,  ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics