|
2025-01-21 17:21:25, 576 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - მაღალი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტში შესაძლოა მოხვდეს ორი ან 3 პარტია, რაც დემოკრატიისთვის ცუდია
„თუ აქ იქნება ახალი გაერთიანებები ძალიან კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ ისინი რეალურ გადაწყვეტილების მიმღებ ძალად შეიქმნან, აუცილებელია საარჩევნო ბარიერის დაწევა.“ - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მაღალი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტში შესაძლოა მოხვდეს ორი ან 3 პარტია, რაც დოლიძის აზრით, დემოკრატიისთვის ცუდია. “თუ აქ იქნება ახალი გაერთიანებები ძალიან კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ ისინი რეალურ გადაწყვეტილების მიმღებ ძალად შეიქმნან, საარჩევნო ბარიერის დაწევა აუცილებელია, ეს არის ჩემი რეკომენდაცია. ვისაც უნდა პოლიტიკაში შემოსვლა, ახალ, პოტენციურ ძალებს, მათ უნდა იფიქრონ და მოითხოვონ კონსტიტუციური ცვლილება არა ამ არჩევნებზე, რადგან კონსტიტუციური ცვლილება ასე ადვილად ვერ მოხდება. რთული პროცესია, მაგრამ შემდეგი არჩევნებისთვის მათ უნდა მოითხოვონ საარჩევნო ბარიერის დაწევა. მაგ: როგორც ჰოლანდიაშია. ჰოლანდიაში არის 2%-იანი ბარიერი, ძალიან მრავალფეროვანი და შესაძლებელია მარტივად ახალი გაერთიანებების შექმნა. მაღალი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტში შესაძლოა მოხვდეს ორი ან 3 პარტია, რაც დემოკრატიისთვის ცუდია”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)