07:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 16:54:57, 521 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილმა უნდა შეიგნოს, რომ 20 იანვრიდან აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება არ იქნება

მას [ივანიშვილს] უხეირო დიქტატორად მოიხსენიებენ საქართველოს მეგობრები - მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მოგეხსენებათ, როდესაც დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უნდა შედგეს, როგორც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის - ამის შესახებ კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს დაემსგავსა ივანიშვილი, არის სწორედ ასლან აბაშიძე ქვეყნის შიგნით, ხოლო ქვეყნის გარეთ იანუკოვიჩს 

,,ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვსაუბრობდით იანუკოვიჩიზაციაზე რუსული ოცნების მხრიდან - ეს უკვე ერთმნიშვნელოვნად შემდგარი ფაქტია და მათ შორის შეგვიძლია სხვა პარალელებიც გავავლოთ, მათ შორის აშშ-ში, მაგალითად როცა ჯო ვილსონი ამბობს, რომ ივანიშვილს მალე მოუწევს ასადთან, მადუროსთან ერთად მოსკოვში ბედის გაზიარება [...]

[...] ივანიშვილს ეს სივრცე ჯერ კიდევ დარჩენილი მაინც აქვს დასავლეთთან მიუხედავად იმისა, რომ ის სანქცირებულია, მიუხედავად იმისა, რომ მას ხაზი აქვს გადასმული, როგორც ამ ქვეყნის მმართველს და ეს მან უნდა გაითავისოს და შეიგნოს, რომ არანაირი ამერიკის პოლიტიკის ცვლილება არ იქნება 20 იანვრიდან - პირიქით, ხელისუფლებაში მოვა დონალდ ტრამპი, რომელიც მაგალითად ამბობს, რომ რესპუბლიკელების პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებაში იყო მკაცრი, მაგრამ არასაკმარისად მკაცრი, რომელთანაც დღეს ივანიშვილი დაახლოვდა, სტრატეგიულ პარტნიორად ჩაანაცვლა ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთის კომუნისტური პარტიით" - თქვა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics