|
2025-01-20 14:22:30, 544 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით
სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით - ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის მხრიდან, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდადებული შეიწყალა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი სწორად აღიქვამს ყველაფერს და განცხადებები, რომ პარტიული ინტერესი იდგა ამ ყველაფრის უკან, „სისულელეა“. „სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, როდესაც კეთილი საქმე კეთდება, ეს გაფარჩაკებული ოპოზიცია და რადიკალები ყოველთვის გამოდიან ასეთი განცხადებებით. ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი სწორად აღიქვამს ამ ყველაფერს. 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ემხრობა პრაგმატულ პოლიტიკას. ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის მხრიდან. ამას მივესალმებით. ზოგადად, ჰუმანიზმის გამოვლინება მისასალმებელია“, - აღნიშნა კალაძემ.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)