|
2025-01-20 09:41:33, 573 ნახვა
პოლიტიკა
ვინ დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას საქართველოდან?
დღეს, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვაშინგტონია, სადაც დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მეორედ გაიმართება. ტრამპის ოფიციალურად გაპრეზიდენტების შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს პოლიტიკის ცვლილების ტრაექტორიას ელოდება მთელი მსოფლიო. მათ შორის, საქართველოც, რომლის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებაც, დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული. ინაუგურაცია ცივი ამინდის გამო კაპიტოლიუმის, აშშ-ს კონგრესის შენობის, როტონდაში ჩატარდება. აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის თქმით, ბრძანება გასცა, რომ საინაუგურაციო მიმართვა და სხვა სიტყვები წარმოითქვას და ლოცვები ჩატარდეს კაპიტოლიუმის შიგნით. ტრამპმა აღნიშნა, რომ 1985 წელს რონალდ რეიგანის ინაუგურაციის ღონისძიება ასევე სიცივის გამო მსგავსადვე კაპიტოლიუმის როტონდაში ჩატარდა. ტრამპის ინაუგურაციას რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიწვევით დაესწრება, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ინაუგურაციაზე დასწრების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, ინაუგურაციას დაესწრებიან თავად და ბადრი ჯაფარიძე. ვაშინგტონში იმყოფებიან "ფედერალისტები" თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერიაც. ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. ინაუგურაციაზე არ არის მიწვეული "ქართული ოცნების" არც ერთი ლიდერი და წარმომადგენელი.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)