|
2025-01-19 13:32:05, 575 ნახვა
პოლიტიკა
უტა ივანიშვილმა საქართველოში სააქციო საზოგადოება “ატუ ჰოლდინგი“ დაარეგისტრირა
საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტა ივანიშვილის ახალი კომპანია – სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“. კომპანია რეესტრში მინდობილობით დარეგისტრირდა. მინდობილობაში მითითებულია, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ნოტარიუს ეკატერინე გვანცელაძეს უტა ივანიშვილი „პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციების გამოყენებით“ დაუკავშირდა, განაცხადა, რომ იმყოფება იაპონიაში და ონლაინ რეჟიმში სრუდა მინდობილობის შედგენა ნატო ხანიდრავას სახელზე. მინდობილობა ერთი წლის ვადითაა გაცემული. დოკუმენტების მიხედვით, რეესტრმა მიიღო კახა კობიაშვილის განცხადება, რომლითაც ახალი სუბიექტის რეგისტრაცია იყო მოთხოვნილი. „საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართევლოს“ ცნობით, ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი მისი დისშვილი, კახა კობიაშვილია. დოკუმენტებით ირკვევა, რომ კახა კობიაშვილი „ატუ ჰოლდინგის“ დირექტორია, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ბესიკ დემეტრაშვილი (თავმჯდომარე); არჩილ მამაცაშვილი, როსტომი ჩაბრაძე. სადამფუძნებლო შეთანხმების დოკუმენტს ერთვის უტა ივანიშვილის წარმომადგენლის, ნატო ხანიდრავას ხელმოწერა. ხანიდრავა „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარა, ბესიკ დემეტრაშვილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, არჩილ მამაცაშვილი „დაზღვევის კომპანია ქართუს“ დირექტორი. ახალი ფირმის „ნებადართული კაპიტალი“, რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, შეადგენს 100 მილიონ ლარს, განთავსებული კაპიტალი – 100 000 ლარს, განაღდებული კაპიტალი 25 000 ლარს. 27 დეკემბერს ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. გუშინ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნაზე დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილი დოკუმენტის მხარდამჭერთა რიცხვი კი 18-მდე გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)