19:20 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 17:43:19, 590 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლა პანსიოში, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთერთი ღონისძიების, ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში”, განხორციელებაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში ,,სს საზღვაო ჰოსპიტალი“ განახორციელებს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეთა და ასევე, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთ სამედიცინო - პროფილაქტიკურ შემოწმებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულში.

მემორანდუმის თანახმად ჩტარდება:

ა). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველი ერთეულების, კერძოდ, ქ.ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეთა სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება - სკრინინგი პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგისა და ორთოპედის კონსულტაციები.

ბ) ქ.ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პროფილაქტიკური შემოწმება - სკრინინგი პედიატრის, ოტო–რინო–ლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები.

გ) პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში) რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიომეტრია და სხვა.

დ) პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია.

„დაგეგმილი და ჩატარებული სკრინინგის რაოდენობა შეადგენს გამოსაკვლევი კონტინგენტის არანაკლებ 90%-ს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) ინფორმაციით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირველი–მერვე კლასის ჩათვლით სწავლობს 36 858 მოსწავლე, ხოლო მუნიციპალიტეტების გამგეობების ბაღების გაერთიანების ინფორმაციით რეგიონის ტერიტორიაზე რეგისტრიებულია 12 260 აღსაზრდელი (2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით).

რეგიონში ღონისძიებით გათვალისწინებულია სულ 462 ვიზიტი, მ.შ. სკოლის-351, ბაღის-111.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობასა და ორაგნიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics